ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:
„17 დეკემბერი: ურთიერთობებისა და დიპლომატიის ენერგია
დღეს დღის საერთო ენერგია — ციფრი 2.
ყველაფერი აგებულია ურთიერთგაგებაზე, სიფაქიზესა და მოქნილობაზე.
✅ რას გაძლევს დღევანდელი დღე
მოლაპარაკებებს, შეხვედრებსა და ახალი კავშირების ჩამოყალიბებას
დროის გატარებას ოჯახთან და ახლობლებთან
აქტიურ მოძრაობას — სეირნობას, დახმარებას, სიკეთის კეთებას
წყალთან ყოფნას — აბაზანა, აუზი, სეირნობა წყლის პირას
მედიტაციას, იოგას, შინაგან მუშაობას
დიპლომატიურ ქცევას — მოსმენას, გაგებას, სინაზის გამოხატვას
შთაგონების პოვნას და ენერგიის ნაკადის შეგრძნებას
❌ რისგან სჯობს თავი შეიკავო:
ჭორებისგან ნუ მისცემ ემოციებს ურთიერთობების დანგრევის უფლებას
აჩქარებისა და ფუსფუსისგან — ეჭვების დღე შენელებას მოითხოვს
ხელშეკრულებებისა და სესხების გაფორმებისგან
დეპრესიული განწყობებისგან — გამოავლინე მგრძნობელობა და სითბო
ასევე დღეს ოთხშაბათია, და დღე განსაკუთრებით წარმატებულია
5, 14 და 23 რიცხვებში დაბადებულთათვის
თქვენი ფერები: მწვანე და ლურჯი“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე
⭕„ეს არის დღე, რომელიც იდეალურია სიმართლის სათქმელად“ - რას გვიმზადებს 17 დეკემბერი?