Digest Logo

„როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

1765955477
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ საინტერესო პოსტს აქვეყნებს, დედა-შვილის შესახებ წერს. მისი თქმით, როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება.

„როცა დედა შეწყვეტს შვილის პატიებას, მაშინ იწყება უბედურება.

დედის გული გამუდმებით ლოცულობს შვილზე. ეს ლოცვა მთავრდება მაშინ, როცა შვილი უღირსად იქცევა.
მშობელს ჭკუა კი არ უნდა ასწავლო, როგორ მოიქცეს, მშობელს ხელი უნდა შეუწყო, მშვიდად რომ იცხოვროს.
შეუცნობელი საიდუმლოა მშობლების და შვილის ფენომენი. უკიდეგანო სიყვარული, დარდი, მუდმივი ფიქრი.

საიდუმლოდ რჩება, რატომ ქრება შვილში მშობლების ამაგი, სიყვარული, რატომ იწყება ჯიბრი, შური, გამუდმებული საყვედური. ზოგისთვის იმდენად უცხოა და დაუჯერებელი ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ არსებობენ ასეთი შვილები.

უძირო, ღრმა თემას შევეხე, ვამთავრებ. მტკივა მშობლების ტკივილი, როცა შვილი დასცინის მშობლებს, ასწავლის როგორ იცხოვრონ, იაზროვნონ და იარსებონ. ასეთ შვილებს არასოდეს უმართლებთ ცხოვრებაში.

მადლობა ჩემს შვილებს სიყვარულისთვის, გაგებისთვის, მოთმინებისთვის. ყველას გისურვებთ, გაგინათოთ გონება უფალმა“, - წერს გია ჯაჯანიძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„როდესაც ადამიანს მშობელი უკვდება, მზე რომ ჩაესვენოს ადამიანისთვის, ეს ისე არის და შემდეგ რჩებიან წვრილ-წვრილი ვარსკვლავები…“ - ქუჩის გამოკითხვა

⭕„ეს არის დღე, რომელიც იდეალურია სიმართლის სათქმელად“ - რას გვიმზადებს 17 დეკემბერი?

⭕როგორი უნდა იყოს საახალწლო სამზადისი ცეცხლოვანი ცხენის შესახვედრად