17 თებერვალს, თბილისის დროით 16:00 საათზე, ხდება მზის დაბნელება მერწყულის 28°49′-ე გრადუსზე. ასტროლოგების თქმით, ეს არის პერიოდი, რომელიც ყოველთვის ცვლილების პიკსა და ძველი ფორმების ჩამოშლას უკავშირდება.
აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს და დაბნელებების დერეფნის შესახებ პროგნოზს გვიზიარებს:
„დაბნელების დერეფანი ახლოვდება. წელს დაბნელების დერეფნის დასაწყისი - მზის დაბნელება, ჩინური ახალი წელი და სიმდიდრის ღმერთის შეხვედრა - ერთსა და იმავე თარიღს ემთხვევა, რაც მას განსაკუთრებულ ძალასა და საბედისწერო ელფერს სძენს, იწყებს ახალ ციკლს: ცვლილებებს, შინაგან გარდქმნას, განახლებას და გადამწყვეტ ნახტომს წინ.
🌐 დაბნელებებს შორის პერიოდს დაბნელების დერეფანი ეწოდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია, რა დროსაც შეიძლება მოხდეს მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ ადამიანის ცხოვრების უკეთესობისკენ ტრანსფორმაცია მომავალში.
☀️ მზის დაბნელება - 17 თებერვალი 🌙 მთვარის დაბნელება - 3 მარტი თუმცა, ენერგეტიკული გავლენა უკვე იგრძნობა, რადგან დერეფნის მოქმედება თითო კვირა დაბნელებამდე და დაბნელების შემდეგ გრძელდება.
დაბნელება თავისებურ ბიძგს, „შეჯანჯღარებას“, მოძრაობასა და ცვლილებას იძლევა. ამ პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს სიცოცხლისუნარიანობის დაქვეითება, ფიზიკური მდგომარების და განწყობის გაუარესება, შინაგანი დისკომფორტი.
არასასურველია 👇
🌑 ურთიერთობებში შესაძლებელია დრამატული ცვლილებები და ემოციური აფეთქებები. ხშირად დიდი ხნის წყენა და დაუსრულებელი სათქმელი გვახსენებს თავს. ზოგიერთ წყვილს შეიძლება კრიზისი დაუდგეს, ზოგი კი, პირიქით, უფრო დაახლოვდებიან და გრძნობები გაუახლდებათ. მნიშვნელოვანია გახსნილობა და დიალოგისთვის მზაობა შეინარჩუნოთ. ემოციური დაძაბულობა იქნება, უბრალოდ მშვიდად მოიქეცით.
🌑მნიშვნელოვან გარიგებებს ნუ დადებთ, დაელოდეთ დაბნელების დერეფნის დახურვას. არ ისესხოთ/გაასესხოთ ფული, რადგან ეს პერიოდი ფინანსური არასტაბილურობით ხასიათდება. ერთის მხრივ, შესაძლოა მოულოდნელი შემოსავალი, ან მომგებიანი გარიგებები. მეორე მხრივ შესაძლებელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ან ფინანსური ზარალი წარმოიშვას. ფინანსურ საკითხებში მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს და მსხვილ, გაუთვალისწინებელ ხარჯებს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში, მოერიდეთ სარისკო ინვესტიციებს.
🌑 თუ შესაძლებელია, მოერიდეთ მოგზაურობებს, ხანგრძლივ მგზავრობას, მივლინებებს და შორ ფრენებს. ნებისმიერ შემთხვევაში, უზრუნველყავით საკუთარი თავის და თქვენი საყვარელი ადამიანების უსაფრთხოება. იფრთხილეთ საჭესთან.
🌑 მოერიდეთ ძვირადღირებულ შენაძენებს.
🌑 ყურადღებით დააკვირდით მოულოდნელ კარიერულ შესაძლებლობებს, ან სამსახურის შეთავაზებებს. არ გაუშვათ ხელიდან პროფესიული ზრდის შესაძლებლობები, მაგრამ ნუ აჩქარდებით, არ მიიღოთ იმპულსური გადაწყვეტილებები.
🌑არ უყუროთ დაბნელებას და დაბნელების დროს საკვები და პირადი ნივთები გარეთ არ დატოვოთ. უმჯობესია სახლში დარჩეთ.
სასურველია 👇
🌕 დაუთმეთ დრო ოჯახს
🌕 ეს იდეალური დროა ქველმოქმედებისთვის, ნივთების მოწესრიგებისთვის, ძველი წყენისა და მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის.
🌕 კარგია არასაჭირო და დამთრგუნველი ურთიერთობების დასრულება. ნუ მიეჯაჭვებით წარსულს. ნუ ჩავარდებით დეპრესიასა და მელანქოლიაში, არამედ ისწავლეთ სინანულის გარეშე დაემშვიდობოთ ყველაფერ ძველსა და უსარგებლოს.
🌕 აქტიურად იოცნებეთ, დაისახეთ ახალი მიზნები და გეგმები.
🌕 მზად იყავით სიახალეებისა და მოულოდნელი ცხოვრებისეული შემობრუნებებისთვის - ეს შესაძლებელია. ნუ შეგაშინებთ გარე ცვლილებები. ამ პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
🌕 ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას! განსაკუთრებით გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს.
🌕 მედიტაცია, სულიერი პრაქტიკები და თვითანალიზი განსაკუთრებით ეფექტური იქნება. ენდეთ ინტუიციას, იყავით გახსნილი ახალი სულიერი გამოცდილებისთვის და ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს.
იღბალი და კეთილდღეობა მისურვებია! 🙏“, - წერს თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕17 თებერვალს მზის დაბნელებაა - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება