Digest Logo

17 თებერვალს მზის დაბნელებაა - ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება

1770978529
დაბნელებები

2026 წლის 17 თებერვალს მზის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, აღნიშნულ დღეს იმდენად ძლიერი ენერგია აქვს, რომ თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლებას მოახდენს. ტრანსფორმაციის ეტაპი იწყება, რომელიც გვაიძულებს, მოძველებულ ურთიერთობებსა და კავშირებს საბოლოოდ დავემშვიდობოთ და სიახლეებისათვის მოვემზადოთ.

მზის დაბნელება წყლის ნიშანში, თევზებში ხდება. ზოდიაქოს 4 ნიშანს კი საბედისწერო შეხვედრებსა და მოულოდნელ სიურპრიზს უმზადებს:

თევზები

თევზები ყველაზე ძლიერ გავლენას იგრძნობენ. მზის დაბნელება გამოავლენს ყველაფერს, რაც დაფარული იყო. შესაძლოა, საბოლოოდ მიხვდეთ, რომ წლების განმავლობაში, თქვენთვის ახლობელ ადამიანებთან მიმართებით ილუზიებში ცხოვრობდით და ისინი სულაც არ არიან თქვენი გულწრფელი მხარდამჭერები. 

ცხოვრების სხვადასხვა სფეროში სიცხადისა და გადაფასების ეტაპი იწყება და დიდი ალბათობით, საკუთარ თავთან საუბრის, მოვლენების გაანალიზების შემდეგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ.

ტოქსიკური ურთიერთობები დაინგრევა. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც განსაკუთრებულ ემოციურ სიახლოვეს იგრძნობთ.

ქალწული

ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდება. თუ პარტნიორთან, მეგობრებთან ურთიერთობა უკვე დასრულდა, მაგრამ ეს კავშირი მხოლოდ ჩვევისა და ვალდებულებების გამო შეინარჩუნეთ, ახლა მოგიწევთ, ყველაფერი საბოლოოდ შეაფასოთ და წერტილის დასმაზე იფიქროთ.

ხოლო, თუ თქვენი ურთიერთობა ძლიერია, შესაძლოა, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოთ, სტატუსის შეცვლაზე იფიქროთ და ეს კავშირი ბევრად ჰარმონიული და საინტერესო გახადოთ.

მთავარია, კონტროლისაგან გათავისუფლდეთ და საკუთარ თავს თამამი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა მისცეთ.

ტყუპები

მზის დაბნელებამ შეიძლება, სახლთან, ოჯახთან, ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგიტანოთ. ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასების დროა. ეს პერიოდი გაჩვენებთ, რომ დროა, ბალანსი აღადგინოთ და თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები აღარ უგულებელყოთ.

იდეალური დროა თვითგანვითარებისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისთვის. გულახდილ საუბრებს დრო დაუთმეთ და ნახავთ, რომ ის საკითხები, რაზედაც სხვადასხვა ადამიანთან ვერ თანხმდებოდით, მარტივად გვარდება.

პირად ურთიერთობებშიც სასიამოვნო სიახლეები და საინტერესო შეხვედრები გელოდებათ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ნიშნის წარმომადგენლებს პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი სიახლეები ელოდება. შესაძლოა, მოულოდნელად შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს ყველაზე გიჟურ ოცნებას გაიზიარებს და გადაწყვეტს, თქვენთან ერთად ნებისმიერ თავგადასავალში ჩაერთოს.

რუტინაზე აგებული ძველი ურთიერთობა შეიძლება, მოძველებულად მოგეჩვენოთ - ფრენას, შთაგონებასა და საერთო აღმოჩენებს მოისურვებთ.

მეტიც, შესაძლოა, სწორედ ახლა მიიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც პირად ცხოვრებაში ყველაფერს შეცვლის.

ზოგადად, ასტროლოგები ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს ურჩევენ, რომ ამ პერიოდში ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. თევზების ენერგია დაფიქრებასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ენდეთ საკუთარ თავს და შეეცადეთ, თითოეული მოვლენა სწორად შეაფასოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ილუზიები და ფანატიზმი არის კაცობრიობის რეალური განვითარების მტერი... უსასრულობის სასრულში შეცნობა შეუძლებელია“ - თეო ხაბულიანი

„თუ ადამიანს ჰგონია, რომ ჯერ ფული უნდა ჰქონდეს და მერე იქნება ბედნიერი, სამყარო აჩერებს მის ფინანსურ დინებას, რადგან...“ - რას წერს თეო ხაბულიანი

„ეს პერიოდი არ არის საუკეთესო ახალი ურთიერთობის დასაწყებად, ქორწინებისთვის, სესხების აღებისთვის“ - ასტროლოგი 13 თებერვლის ენერგიებზე

წყარო: www.beaumonde.ge