
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 14:16-დან 18:10 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
ნეპტუნისა და იუპიტერის ენერგიის შერწყმა თევზების ზოდიაქოს ნიშანში ხელს შეუწყობს შემოქმედებითი ნიჭისა და უნარის ახლებურად გამოვლენას, სურვილების ჩაფიქრებას და განხორციელებას, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას და ახალი პარტნიორის მოძიებას. არაა გამორიცხული გქონდეთ ხილვები და ნახოთ წინასწარმეტყველური სიზმრები.
ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. არ ღირს სიჯიუტე და დაჟინება, რადგან შესაძლოა, ერთი შეხედვით იდეალური გადაწყვეტილება საბოლოოდ მცდარი და ზარალის მომტანი აღმოჩნდეს. არ ღირს პრეტენზიების გამოთქმა და საკუთარი აზრის სხვებისთვის თავს მოხვევა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების გასამართად, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, ანტიკვარული და ძვირფასი ნივთების შესაძენად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა, ფინანსური გარიგებების და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ზღვის პროდუქტით. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას, გულს და ხერხემალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი, კრემისფერი, ვერცხლისფერი და ოქროსფერი, ასევე ქარვა, სარდიონი, სერდოლიკი, ბრილიანტი და მთის ბროლი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება