Digest Logo

ტკივილიდან სულიერ სიმწიფემდე: რატომ ვებრძვით ცხოვრების კანონზომიერებას - რას წერს თეო ხაბულიანი

1794034212
თეო ხაბულიანი

ასტროლოგი თეო ხაბულიანი ღრმა ფილოსოფიურ და სულიერ წერილში ადამიანის უბედურების მთავარ მიზეზებზე, ეგოს ბუნებასა და ცხოვრებისეული სირთულეებისადმი სწორ მიდგომაზე საუბრობს.

ავტორის მთავარი სათქმელი რამდენიმე ძირითადი იდეის გარშემო ერთიანდება:

„ადამიანი უბედური მაშინ არის როდესაც ჰგონია რომ სამყარო მის მიმართ უსამართლოა, როდესაც ჰგონია რომ ღმერთი იმდენად უსამართლოა რომ ბედნიერება წაართვა, როდესაც ჰგონია რომ მსხვერპლია ადამიანების , ბედის ამ რაიმე მსგავსის.

ადამიანი უბედურია როდესაც არ იღებს საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას და იმას რომ ყველას თავისი გასავლელი აქვს.

ადამიანი უბედურია მაშინ როდესაც უმადურია, ბევრი ამბობს რომ მადლიერია უფლის და ამავდროულად ძლიერ მწუხარებაშია, რწმენა და მადლიერება თუ არის ადამიანში, შეუძლებელია ის იყოს მწუხარე. როდესაც უმადურია მაშინ ჰგონია რომ უსამართლობის მსხვერპლია, ადამიანი რომელიც აცნობიერებს რომ ყოველი მოვლენა ერთი დიდი კანონზომიერების ნაწილია რომელიც ღვთის ქმნილია და აბსოლუტი სამართლიანი სიყვარულიდან გამომდინარეობს,თუ ამას აცნობიერებ ქრება წინააღმდეგობა რომ რამე ასე არ უნდა მომხდარიყო და იაზრებ რომ ყველაფერი ზუსტად ისეა როგორც უნდა იყოს.

ყველაზე დიდი ტკივილი თავად მოვლენაში კი არ არის, არამედ იმ წინააღმდეგობაში, რომელიც ადამიანის გონებაში ჩნდება იმასთან, რაც უკვე მოხდა. „ეს ასე არ უნდა მომხდარიყო“, „რატომ მაინცდამაინც მე?“, „რატომ დამემართა ეს?“, „რატომ არ მაქვს ის, რაც სხვებს აქვთ?“ და ამ კითხვების უკან ერთი ძალიან ღრმა ილუზია იმალება, თითქოს ჩვენ უკეთ ვიცით, როგორ უნდა ყოფილიყო ჩვენი ცხოვრება. თითქოს ჩვენი გონება ხედავს იმ მთლიან სურათს, რომლის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია ჩვენი დღევანდელი გამოცდილება. სწორედ აქ იწყება ადამიანის შინაგანი ბრძოლა ცხოვრებასთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან.

ეგოს ბუნება დეფიციტში ყოფნაა. მას ყოველთვის სჭირდება რაღაც გარედან, რათა საკუთარ თავს უთხრას „ახლა უკვე ბედნიერი ვიქნები.“ მაგრამ როდესაც იმას მიიღებს, რასაც ელოდა, ცოტა ხანში ისევ ჩნდება ახალი სურვილი, ახალი უკმაყოფილება, ახალი მიზანი და ადამიანი ისევ მომავალში გადადის.

სულის ბედნიერებას არ სჭირდება კარიერა , ძვირად ღირებული ნივთები ან დიდება, სული ისედაც ბედნიერია , მხოლოდ ტვინია ის ვინც ამ ბედნიერების დანახვის შესაძლებლობას არ გაძლევს, რომელიც სულ რაღაცის დეფიციტშია, ერთი რამ ეძლევა მეორე უნდა მეორე ეძლევა მესამე უნდა და ასეა დაუსრულებლად, მანამ სანამ არ აღმოაჩენ რომ მაგ ტვინს მიღმა ვინც ხარ სწორედ ის არის პირველყოფილი საწყისი ღვთიური და მარადიული, რომელსაც ბედნიერებისთვის არაფერი სჭირდება გარედან , რადგან ის შინაგან სისავსეშია...

თუ მართლა გჯერა, რომ არსებობს ღვთიური კანონზომიერება, მაშინ უნდა დაუშვა ისიც, რომ შენი დღევანდელი ხედვა არ არის სრული. შენ ხედავ ერთ მოვლენას, ღმერთის კანონზომიერებაში კი მთელი ჯაჭვია. შენ ხედავ დაკარგვას, მაგრამ არ იცი, რას გიცავს ეს დაკარგვა. ხედავ დახურულ კარს, მაგრამ არ იცი, სად მიგიყვანს სხვა კარი. ხედავ ტკივილს, მაგრამ არ იცი, რას ცვლის ეს ტკივილი შენს ცნობიერებაში. ამიტომ შესაძლოა ყველაზე დიდი სულიერი სიმწიფე სწორედ ის იყოს, როდესაც ადამიანი ამბობს რომ „მე შეიძლება არ მესმოდეს, რატომ ხდება ეს, მაგრამ არ ვაცხადებ, რომ ეს უსამართლობაა მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა.“

თუ ახლა გგონია რომ ყველაფერი თავზე გენგრევა რომ შენი პრობლემები შენზე დიდია, უბრალოდ წამიერად დაფიქრდი, იქნებ სცადო და მადლიერი იყო იმით რაც გაქვს და ყურადღება გადმოიტანო არა იმაზე რაც გაკლია არამედ იმაზე რაც მოგცა ღმერთმა.

ჩვენი ეგოები იმდენად ამპარტავანია რომ ჰგონია ღმერთი უსამართლოა, ხშირად ამბობენ როდესაც თავიანთ ცზოვრებაზე წუწუნებენ , არა ღმერთი რა შუაშიაო , მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რომ ღვთის ნების გარეშე ამ სამყაროში არაფერი ხდება და ჯამში ყველა ღმერთზე წუწუნებს ყველა ღმერთს ადანაშაულებს თავის ცხოვრების მოვლენებზე.

ჩვენ იმდენად ვართ მიჩვეული საკუთარ სურვილებს, რომ როდესაც ცხოვრება მათ არ ემთხვევა, მაშინვე გვგონია, რომ ცხოვრება არასწორია. მაგრამ სამყაროს კანონზომიერება არ არის ვალდებული დაემთხვეს ჩვენს სურვილებს. ცხოვრება არ არის ვალდებული განვითარდეს იმ სცენარით, რომელიც ჩვენმა ეგომ დაწერა.

შეიძლება დღეს რაღაც ვერ გაიგო. შეიძლება დღეს მხოლოდ ტკივილი დაინახო. შეიძლება დღეს ვერ დაინახო მიზეზი. მაგრამ ნუ იჩქარებ დაარქვა უსამართლობა იმას, რომლის სრული სურათიც ჯერ არ გინახავს. იქნებ სწორედ იმ მოვლენამ, რომელსაც დღეს ებრძვი, ხვალ სხვა მიმართულებით წაგიყვანოს. იქნებ ის, რასაც დღეს დაკარგვად აღიქვამ, სინამდვილეში გათავისუფლება იყოს. იქნებ ის, რასაც დღეს დასასრულად ხედავ, სულ სხვა დასაწყისის კარი იყოს.

ღმერთი ერთადერთია ვისაც უპირობოდ უყვარხარ ვინც ყველაზე ძვირფასი რამ , მარადიულობა გაჩუქა“, - წერს თეო ხაბულიანი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მისტიკური ახალმთვარეობა - მოულოდნელი შესაძლებლობები და ძირეული ტრანსფორმაცია

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 ნოემბერს საქართველოში

⭕ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ვივიენი მძიმე გამოცდილებას იხსენებს

✕