Digest Logo

ანჯელინა ჯოლის 18 წლის ქალიშვილი კლინიკაში გადაიყვანეს - ვივიენი მძიმე გამოცდილებას იხსენებს

1793986320
ანჯელინა ჯოლის ქალიშვილი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის უმცროსი ქალიშვილი კვებითი აშლილობის გამო საავადმყოფოში მოათავსეს. ეს ამბავი 18 წლის ვივიენმა ლოს-ანჯელესში გამართულ მისი ნახატების პერსონალურ გამოფენაზე გაამხილა.

მან თქვა, რომ ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა მას შემდეგ, რაც მას ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და კვებითი აშლილობის პრობლემები ჰქონდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. 

„კვებითი აშლილობის გამო საავადმყოფოში მოვხვდი. გაბრაზებული ვიყავი, ავადმყოფი და ძალიან მარტოსული. დანაშაულის განცდაც კი მაქვს, რომ ასე დიდხანს დავრჩი კლინიკაში“, - თქვა ჯოლის ქალიშვილმა.

გამოფენაზე ვივიენმა კლინიკის პერსონალს და სხვა პაციენტებს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, მიუხედავად იმისა, რომ თავად მაღალ „კედლებს აშენებდა“ გარე სამყაროსთან. მან ასევე საავადმყოფოში ყოფნას თავისი ცხოვრების „ყველაზე ცუდი და ასევე საუკეთესო პერიოდი“ უწოდა.

კლინიკიდან გაწერის შემდეგ მან თავისი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო სახელწოდებით „ტიტების ველი“, რომელშიც დღიურის ჩანაწერები გამოიყენა ჰოსპიტალიზაციის დროს „უიმედობისა და გამბედაობის მომენტების“ მოგონებების გასახსენებლად. ვივიენს მისთვის მნიშვნელოვან ამ დღეს ტყუპისცალი ძმაც გვერდით ედგა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ამ თარიღებში დაბადებულებს უახლოეს სამ თვეში მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ცვლილებები ელოდებათ - რას უკავშირებენ ნუმეროლოგები გარდამტეხ პერიოდს

🎥 „სიკვდილი მაქვს მიღებული, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა“ - ავთანდილ ცქვიტინიძე ცხოვრებისეულ გარდატეხაზე და საკუთარ თავთან მიღწეულ ჰარმონიაზე

⭕„გოჭი მყავდა პირველ ადგილზე, თუმცა ამ ბოლო დროს ხინკალმა გადაუსწრო“ - რას ჰყვება ავთანდილ ცქვიტინიძე საყვარელ კერძზე

წყარო: www.ibtimes.co.uk

✕