არსებობენ ქალები, რომელთა გულის მოგებაც მამაკაცებს განსაკუთრებულად უჭირთ.
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა ზოდიაქოს იმ სამი ნიშნით დაბადებულ ქალს ასახელებს, რომელთა მოხიბვლაც განსაკუთრებით რთულია.
სიის სათავეში არის თხის რქის ნიშნით დაბადებული ქალი.

თხის რქის ნიშნით დაბადებულ გოგონებს საკმაოდ რთული ხასიათი აქვთ, ისინი არიან ძალიან რაციონალურები და მომავალზე ორიენტირებულები. დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ადამიანის სტატუსს, სერიოზულობას და ურთიერთობის პერსპექტივას.
აქედან გამომდინარე, თხის რქა იშვიათად კარგავს დროს არაფრის მომცემ ფლირტზე და ისეთ ურთიერთობებზე სადაც მომავალი გაურკვეველია.
შესაბამისად ითვლება, რომ ის ერთ-ერთი რთულად მოსახიბლი ქალია ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
სიის მეორე ადგილზეა მორიელი.

მორიელის ნიშნით დაბადებულ ქალთან ურთიერთობა ადვილი არ არის, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის ხაზზე სიარულს ჰგავს.
მორიელი საკმაოდ ამოუცნობი ნიშანია. ამასთანავე ის არ არის ის ნიშანი, რომელიც სწრაფად უშინაურდება ადამიანებს. ასევე მორიელს აქვს თავისი საიდუმლოებები, იშვიათად ენდობა ადამიანებს (და თუ ენდობა, დიდი ხნით და ძალიან ერთგულია).
მორიელი ურთიერთობებში შურისმაძიებელია, ძნელად ივიწყებს წყენას და მამაკაცების ძალიან დიდი ნაწილი თვლის, რომ მორიელის ნიშნით დაბადებულ ქალთან ურთიერთობა საკმაოდ რთული გამოცდილებაა მათ ცხოვრებაში.
შემდეგი ნიშანი, რომელთან ურთიერთობაც რთულია, ეს არის ვერძი.

ვერძის ნიშნით დაბადებული ქალი მუდმივად ისწრაფვის წინ, მუდმივად აქვს გეგმები, არის ძალიან ქმედითი ადამიანი, დინამიკური, არ შეუძლია ერთ ადგილას ყოფნა და ასევე ითხოვს მამაკაცისგანაც აქტივობას. ვერძი ქალი ითხოვს, რომ მამაკაცმა დაუმტკიცოს სიყვარული, რაც ზოგიერთ ადამიანისთვის დამღლელია.
ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი მამაკაცი, ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალის ენერგიას ვერ ეწევა. ამიტომ ითვლება ვერძის ნიშნით დაბადებულ ქალთან ურთიერთობა საკმაოდ რთულად ზოგიერთი ნიშნით დაბადებული მამაკაცისთვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დაღამებულხარ ჩემო აპრილო“ - გოგა მესხმა მამუკა ონაშვილის ხსოვნის პატივსაცემად ვიდეოკლიპი გადაიღო
წყარო: www.zmna.ge