იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს ახალ პოსტს უზიარებს, სადაც ბზობის დღესასწაულზე წერს:
„თქვენ იცით სპეციფიკურად აღვიქვამ ხანდახან საკითხებს. დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან, იესო ქრისტეს შესვლა იერუსალიმში, გზა არ არის ქვაფენილზე. ეს არის გზა ადამიანში. ჩემში. შენში.
ბზის ტოტები, რომლებსაც დღეს ვიჭერთ, თითქოს უბრალო სიმბოლოა. მაგრამ სინამდვილეში — ეს არის უხილავი დაპირება: რომ სინათლეს, რომელსაც იწვევ შენს ცხოვრებაში, მის მისაღებად მზად ხარ და ვეღარ გაექცევი.
ეზოთერულად, ბზობა არის კარის გაღება შიგნით, როცა შენი სული ამბობს:
„საკმარისია გარეთ ძებნა. ახლა დროა შინ დაბრუნების“.
პარაფსიქოლოგიურად კი, ეს არის მომენტი, როცა შენს ცნობიერებაში „სინათლის არქეტიპი“ იღვიძებს. არა როგორც რწმენა.
არამედ როგორც განცდა, რომელიც უკვე აღარ გტოვებს.
იერუსალიმი: შენი გულია.
ბზა: შენი რწმენის ყველაზე ნაზი ფორმა. ხალხის ხმაური: შენი შიშები და ეჭვები.
და ამ ყველაფრის შუაში დგახარ შენ — არჩევანის წინაშე. მიიღებ თუ არა იმ სინათლეს, რომელიც უკვე გეძახის? ბზობა არის ზღვარი. ძველსა და ახალს შორის, ტკივილსა და გაღვიძებას შორის, ილუზიასა და ჭეშმარიტებას შორის.
დღეს ნუ იჩქარებ. დაჯექი სიჩუმეში, აიღე ბზა ხელში და უბრალოდ იგრძენი, რა ენერგია გინდა რომ შემოვიდეს შენში? რადგან ის, რასაც დღეს მიიღებ, დიდი ხნით, გზად გაგყვება.
ჩემთვის, ბზობა არ არის მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული.. ეს არის შინაგანი დაბრუნება, საკუთარ სინათლესთან. ჩემო მკითხველო, გილოცავ, ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს! გილოცავ, შინ დაბრუნებას. მიყვარხარ!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძალიან ახლობელმა ადამიანმა მიღალატა, ნამეტანი იაფად გამყიდა...“ - რას წერს ზურაბ შევარდნაძე
⭕„სანამ აღდგომას ვიზეიმებთ, უნდა გავიგოთ, სად იბადება სინათლე...“ - რას წერს რამაზ გიგაური
⭕თბილისის მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურება