
ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 27 აპრილის ახალმთვარეობაზე საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს ახასიათებს:
„27 აპრილს 23:31 სთ-ზე გვაქვს ახალმთვარეობის პიკი, კუროს ზოდიაქოს ნიშანში, მე-8 გრადუსზე.
კურო არის ფიქსირებული ჯვრის პირველი წარმომადგენელი, რომელიც ფუნდამენტს ქმნის და ამყარებს სტაბილიზაციის პროცესს, შესაბამისად ახალმთვარეობა უკვე ახალი შანსების გამოყენების, ახალი გეგმების დასახვის, გამყარებისა და რეალიზების პერიოდია.
კუროს მართავს პლანეტა ვენერა, ამიტომ ახლო პერიოდში აქტუალური თემები შეეხება თითოეული ადამიანის ფასეულობების სისტემას, პირად-სასიყვარულო ურთიერთობებს, გადაფასებებს, კომუნიკაციებს. ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს ფინანსების თემა.
დიდია განხეთქილებების, კონფლიქტების ალბათობა იმპულსურობის ნიადაგზე, მოსალოდნელია იმედგაცრუებები, ავანტიურული ქმედებები, ამიტომ თავი შეიკავეთ სარისკო ნაბიჯებისგან.
ახალმთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ამ პერიოდის მთავარი მოთხოვნები - სტაბილურობა, სიმშვიდე და პრაქტიკულობა, თუმცა ამ ყველაფერთან ერთად აუცილებელია განავითაროთ ახლებური ხედვა.
♈ვერძი
გარკვეული ახალი შესაძლებლობები, ახალი შემოსავლის წყარო და ზოგადად ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. ყურადღება მიაქციეთ კვების რეჟიმს. ქმედებამდე კარგად აწონ-დაწონეთ ნებისმიერი საკითხი.
♉კურო
მნიშვნელოვანი ძვრები, შესაძლოა რადიკალური ცვლილებები იმიჯის მხრივ, ან სხვა ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. ნუ იქნებით სულსწრაფი, მაგრამ გამოიჩინეთ ინიციატივა. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას ან/და შესაძლოა მოულოდნელი გამოჯანმრთელებაც.
♊ტყუპები
იდუმალება, ფარული საკითხები, ფარული კავშირების აქტუალიზაცია. იდეალური პერიოდია იმისათვის რომ გარკვეული შიშებისგან გათავისუფლდეთ. აკონტროლეთ აზრები და ფიქრები, კარგია ვიზუალიზაციის ტექნიკების ჩატარება.
♋კირჩხიბი
აღიარება, სოციალური კავშირების აქტუალიზაცია, გადახედეთ თქვენს გეგმებს, გადაახალისეთ კავშირები, სამეგობრო წრე. მატულობს თქვენი შარმი და გავლენა, ყურადღების ცენტრში ექცევით.
♌ლომი
ახალი შესაძლებლობები კარიერული კუთხით, იყავით მეტად მომთმენი და წინდახედული, წარმატებას მოგიტანთ ინოვაციურ გეგმებზე და პროექტებზე მუშაობა. ყურადღება მიაქციეთ შემოსულ ინფორმაციებს.
♍ქალწული
კარგი დროა ცვლილებებისთვის, გამოიყენეთ ეს პერიოდი ნებისმიერი საქმიანობისთვის, იყავით მტკიცე და მიზანდასახული. კარგია უცხოეთთან, კანონთან, დაკავშირებული პროექტებისა და საქმიანობის განხორციელებისათვის. გათავისუფლდით მოძველებული შაბლონებისგან.
♎სასწორი
ფინანსები, ტრანსფორმაციული პროცესები, მემკვიდრეობასთან და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების აქტუალიზაცია. იმუშავეთ თქვენს ფობიებსა და ფსიქოლოგიურ ტრავმებზე.
♏მორიელი
პარტნიორულ ურთიერთობებში გარკვეული გადაფასებები(როგორც პირადი ასევე საქმიანი), პოზიციების მოულოდნელი ცვლა, სიტუაციების არასტანდარტული გზით განვითარება. თქვენ ახლა გადიხართ ქარიშხლის ზონას, რომლის მერეც სიმშვიდე დაისადგურებს.
♐მშვილდოსანი
საქმიანობაში, ყოფით საკითხებში მკვეთრი ცვლილებები, შესაძლოა დაკავდეთ საქმით, რომელზედაც მანამდე არც კი გიფიქრიათ. შემოსავლის ახალი წყაროების ძიება. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. აქტუალურია შინაური ცხოველების თემა.
♑თხის რქა
ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები და თემებია აქტუალური, მეტად ხართ ცხოვრებისეულ სიამეზე კონცენტრირებული. შესაძლოა თქვენმა გეგმებმა ამ ეტაპზე არ გამოიღოს სასურველი შედეგი.
♒მერწყული
სიახლეები ოჯახურ საკითხებში. ახალი, არასტანდარტული სიტუაციების აქტუალიზაცია, მოულოდნელად შესაძლოა აღადგინოთ ურთიერთობები „ყოფილ“ მეგობრებთან ან პარტნიორებთან. უძრავი ქონებასთან დაკავშირებული თემების გადაწყვეტა.
♓თევზები
საინფორმაციო სივრცეს მიაქციეთ ყურადღება. აქტუალურია: არასტანდარტული და დაუგეგმავი მოლაპარაკებები, გეგმები. ყურადღებით იყავით გზებზე. მშვენიერი პერიოდია თვითგანვითარებისთვისა და სოციალური აქტივობებისთვის“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: