
ჩინეთის განცხადებით, სავაჭრო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულ შტატებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თქვა, რომ ჩინეთი არ აწარმოებს კონსულტაციებს ან მოლაპარაკებებს შეერთებულ შტატებთან ტარიფების შესახებ და მოუწოდა ვაშინგტონს შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ამ საკითხთან დაკავშირებით.
„აშშ და ჩინეთი არ არიან ჩართულნი კონსულტაციებში ან მოლაპარაკებებში ტარიფების საკითხზე”, - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
მანამდე კი, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მას მოუწევს ჩინურ საქონელზე ტარიფების შემცირება.
შეერთებული შტატების სახაზინო მდივნის, სკოტ ბესენტის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მაღალმა ტარიფებმა ფაქტობრივად დაბლოკა ვაჭრობა ქვეყნებს შორის.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყოველი დღე ქრისტეს აღდგომის სიხარულის მსგავსია...“ - ეკო ფანგანი ბრწყინვალე შვიდეულზე