„მიმდინარე კვირას დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, ამასთან ამ კვირაში იგრძნობა ახალი მთვარის გავლენა და ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ მზე ლომში გადადის“ - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას განაცხადა და ყველა ნიშნის პერსპექტივაზე ისაუბრა.
ვერძი - ამ კვირაში მოიმატებს თქვენში დიქტატორული თვისებები და შეეცდებით თქვენი ავტორიტეტის ქვეშ მოაქციოთ ყველა, ასევე მოსალოდნელია გადაეყაროთ ავანტიურისტ ადამიანებს და ფრთხილად იყავით არ მოტყუვდეთ, არ ხარჯოთ ბევრი ფული და თავი შეიკავეთ მემკვიდრეობითი საკითხების გარკვევისგან.
კურო - ახლა თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადი გაქვთ, თუმცა ახლა მოიმატებს თქვენში სიხისტე და სიჯიუტე, ახლა თქვენ გადაგარჩენთ ინტუიცია, ეს ის დრო,ა როცა მას უნდა დაეყრდნოთ და სწორედ თქვენი ინტუიცია გადაგარჩენთ.
ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი ახლა მდგრადია, თუმცა მოსალოდნელია სამსახურში კონფლიქტები რადგან შესაძლოა, შეგიზღუდონ თავისუფლება.
კირჩხიბი - მზე ჯერ თქვენშია, ამიტომ ენერგოტონუსი კვლავ მაღალი გაქვთ, მაგრამ მაინც ყურადღებით იყავით, რადგან მოსალოდნელია გახდეთ ტყუილის მსხვერპლი, მთავარი რჩევაა, არ დახარჯოთ ბევრი ფული, რადგან ამ კვირაში მოსალოდნელია დიდი ხარჯის გაწევა.
ლომი - აი, თქვენ ახლა გაქვთ ყველაზე რთული კვირა, ენერგოტონუსი ჯერ კიდევ დაბალი გაქვთ, ამიტომ არ გადაიღალოთ და გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, ამასთან ახლა ძველი ვალდებულებები შეგახსენებენ თავს, ამიტომ ეს ერთი კვირაც გაუძელით და კვირის ბოლოდან მდგომარეობა გაუმჯობესდება.
ქალწული - თქვენ ახლა ენერგიას არ უჩივით, შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, ყველაფერი გაქვთ, მაგრამ შესაძლოა ძლიერი ოპონენტები გაგიჩნდეთ, რაც გამოიწვევს დაძაბულობას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ მომავალი კვირიდან, როცა მზე ლომში გადავა თქვენთვის დაბადების წინა პერიოდი დაიწყება და მოგიწვეთ მშვიდ რიტმზე გადასვლა.
სასწორი - ახლა თქვენი ენერგოტონუსი დაბალია და ჯანმრთელობაც არამდგრადია, ასევე ამ კვირაში მოსალოდნელია როგორც სამსახური, ისე სახლში კონფრონტაციები, ამიტომ მოგეთხოვებათ ნეიტრალური პოზიციის დაჭერა.
მორიელი - ახლა არ უჩივით ენერგიას, თუმცა სწორედ ეს აქტიურობა და ენერგიულობა შესაძლოა გახდეს მიზეზი კონფლიქტების. ახალა ყველა თქვენ აგიმხედრდებათ, ამიტომ თავი შეიკავეთ საქმეების გარჩევისგან.
მშვილდოსანი - თქვენ ამ კვირაში ხართ ნამდვილი მოსამართლე, უფლებადამცველი და დაჩაგრულების მხარდამჭერი, თუმცა სხვისმა დაცვამ შესაძლოა თქვენ შეგიქმნათ პრობლემები.
თხის რქა - გადასარევად გრძნობთ თავს, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, თუმცა ამ კვირაში მოსალოდნელია კონფრონტაციები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, თქვენი ლტოლვა და დიქტატორული გამოვლინებები ძალიან დიდ პრობლემებს შეგიქმნით.
მერწყული - ახლა თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, მნიშვნელოვანია ნათესავთა და ოჯახის წევრთა მხარდაჭერა, ისინი ბევრ რამეში დაგეხმარებიან და აუცილებელია ახლა არ გაასესხოთ, ან არ დახარჯოთ ფული, ეს რჩევა გაითვალისწინეთ.
თევზები - თქვენ ახლა ენერგოტონუსს არ უჩივით, აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანი ხართ, თუმცა სიფრთხილე გმართებთ ახალ ნაცნობებთან, შესაძლოა მოექცეთ ვინმეს ზეგავლენის ქვეშ, რაც თქვენზე ცუდად იმოქმედებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵დღეს ახალმთვარეობაა - ყველაფერი რაც ამ დღეს უნდა გაითვალისწინოთ