Digest Logo

„თქვენ ნახავთ რუსეთში რაც მოხდება, მეტს არაფერს ვიტყვი“ - ცაგარელის სკანდალური განცხადება

1646036031
ასტროლოგი ცაგარელი

„აუცილებელია პოზიტიური ლოცვა და განწყობა. დადებითი ყველაფერი გაუგზავნეთ უკრაინას და რასაც გასცემ, მოვა უკან. რუსეთს მართავს მერწყული, უკრაინას კურო. ასე ვთქვათ კურო გვიან იღვიძებს, მაგრამ თუ გაიღვიძა მტრისას და ავისას. ყველაზე მშვიდობიანი ნიშანია, არავის არაფერს არ უშავებს“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“ განაცხადა.

„რუსეთმა ერთი შეცდომა დაუშვა, როცა ავღანეთში შევიდა. ავღანეთი მორიელია და როგორც დასრულდა ის ამბავი, იცით. 

მორიელის შემდეგ ყველაზე საშინელია კურო, ამიტომ უკრაინა ძალიან დიდ პრობლემებს შეუქმნის რუსეთს და ჯერ მათ ეს არ იციან.

სერაფიმ საროველი იყო უდიდესი სულიერი ოსტატი, რომელმაც დაასახელა ორი ქვეყანა, რომლისთვისაც რუსეთს ხელი არ უნდა ეხლო. ესენია: საქართველო და უკრაინა. ეს მათ დაავიწყდათ. მაშინ თქვა, თუ ამ ორ ქვეყანას  ხელს ახლებთ, ეს ნიშნავს, რომ კარგავთ უფლის მადლს. თქვენ კარგავთ ძალიან ბევრ რამეს და შეიძლება დაინგრეთ მთლიანადო. ეს ჯერ კიდევ რომელ საუკუნეში თქვა კაცმა და დაავიწყდა რუსეთს.

2024 წლის ბოლოსთვის თქვენ ნახავთ რუსეთში რაც მოხდება. მე მეტს არაფერს ვიტყვი, დანარჩენი პოლიტიკოსებმა იციან. მას ბუმერანგი დაუბრუნდება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵VIDEO: „გავსებულია ორ სართულიანი ავტობუსი“ - დომენიკ მანგო უკრაინაში წავიდა

🔵„რანაირი „კაცი“ უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს. სიმართლის ლაპარაკი ისწავლე“ - ნოე სულაბერიძისა და ბექა ყორშიას დაპირისპირება გრძელდება

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება...“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი