Digest Logo

„რანაირი „კაცი“ უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს. სიმართლის ლაპარაკი ისწავლე“ - ნოე სულაბერიძისა და ბექა ყორშიას დაპირისპირება გრძელდება

1646025828
ბექა ყორ­ში­ა

მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა და ქვეყანაში საომარი მოქმედებები დაიწყო, თბილისში ყოველ საღამოს იმართება უკრაინის მხარდამჭერი მრავალათასიანი შეკრებები. სო­ლი­და­რო­ბა გა­მოა­ცხა­და გა­და­ცე­მა „პრა­იმ­შო­უს“ გუნ­დმაც და ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნეს, სა­დაც წამ­ყვა­ნე­ბი უკ­რა­ი­ნის დრო­შის ფონ­ზე დგა­ნან.

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ზი­ა­რე­ბულ ფო­ტოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლის მხრი­დან კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. „მთა­ვა­რი არ­ხის“ ჟურ­ნა­ლის­ტმა ბექა ყორ­ში­ამ „ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წამ­ყვა­ნე­ბის ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა და შეურაცხმყოფელი პოსტი დაწერა. ახლა კი ნოე სულაბერიძემ მას პასუხი გასცა.

„ჩვენ ისეთი პროფესია გვაქვს, რომ ზოგჯერ რაღაცების ატანა გვიწევს, მათ შორის ბულინგის და ამიტომ ყოველთვის ასეთ შემთხვევებში ვცდილობ ცივად გავატარო, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი ბიჭუნას უზრდელობამ ეს წესი ოდნავ დამარღვევინა.

სამწუხაროდ, არ ვიცი რატომ, მაგრამ ბლოკში ვარ და ადრესატს ვერ ვპასუხობ, რომელსაც მართლა დავურეკე და რაც მოისმინა ჩემგან მართლა ყველაფერი იყო ქების გარდა, ერთადერთი შევეცადე კორექტული ვყოფილიყავი და შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, რაც კარგად გამომივიდა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული იყო.

ზოგადად, ერთს ვიტყვი: რანაირი ,,კაცი” უნდა იყო, ასეთ დროს ასე რომ გეღლიცინებოდეს, ბულინგის ორგანიზებისთვის რომ გეცალოს და სანამ ჩვენს გულწრფელ განწყობაზე, რომელიც ამ ფოტოს დადებით აისახება ადამიანებს დაგეშავ, სიმართლის ლაპარაკი ისწავლე და ნებისმიერ ჩვენგანივით შეიყვარე ეს ქვეყანა, თუმცა ალბათ სამწუხაროდ ეს ყველას ხვედრი არ არის!

p.s. ბევრი მიზეზის გამო ვამაყობ იმით, სადაც ვმუშაობთ და ყოველთვის ასე იქნება”, - წერს ნოე სულაბერიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ👇

🔵„რუსეთი უბრალოდ დამარცხდება! ეს არ იქნება მხოლოდ დამარცხება. ეს იქნება...“ - ასტროლოგის სკანდალური პროგნოზი

🔵„ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი

🔵„ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, არ დამირეკონ, დედასთან საუბარიც კი არ შემიძლია ცრემლების გარეშე“ - რას წერს გიგი დედალამაზიშვილის უკრაინელი მეუღლე

🔵„უკრაინამ მაშინ საქართველო გადაარჩინა“ - რას ჰყვებოდა ედუარდ შევარდნაძე უკრაინის შესახებ