დომენიკ მანგო უკრაინა-რუსეთის ომში წავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად გაავრცელა. ის სოციალურ ქსელში ავტობუსიდან გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებს, სადაც სამხედრო ფორმაშია გამოწყობილი. მისი თქმით, ორ სართულიანი ავტობუსი სავსეა ხალხით.
„დავიძარით უკვე... გავსებულია 2 სართულიანი ავტობუსი. გზადაგზა შემოგვიერთდებიან. მივდივართ იმისთვის, რომ ქართველებმა უკრაინელებს გამოვუცხადოთ სოლიდარობა და მივეხმაროთ იმ ჭრილობების მოშუშებაში, რაც რუსებმა მიაყენეს“, - ამბობს დომენიკ მანგო.
„მშვიდობიან დაბრუნებას გისურვებ. უკრაინას და საქართველოს კი გამარჯვებას ვუსურვებ დიდ ბოროტებასთან ბრძოლაში!“.
„მაპატიე, მანგო რაც შენზე ცუდი რამე დამიწერია... მალე მშვიდობით და ჯანმრთელი დაგვიბრუნდი. გლოცავ, დედის მაგივრადაც, ყოველ დღე შენს დაბრუნებამდე და მერეც, შენ უკვე გმირი ხარ. გფარავდეთ უფალი ყველას და მთელ უკრაინას“, - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„ამ წამს ვესაუბრე ნინო სუხიშვილს...“ - რა ინფორმაციას ავრცელებს დავით ოქიტაშვილი