როგორი იქნება თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, ამის შესახებ ასტროლოგი სოფიო ბზეკალავა „შენი დილის“ ეთერში საუბრობს.
♈ ვერძი
ვერძი, თვის ივენთის მთავარი მონაწილეა, იმიტომ რომ მარსი ძალიან ძლიერ კომბინაციებს გააკეთებს, რაც ნიშნავს იმას, შეუძლიათ ტრანსფორმაცია განახორციელონ. მეორე ნახევარში კი შეიძლება, მიიღოთ პარტნიორთან ურთიერთობაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
♉ კურო
იწყება, გარკვეული დისკომფორტის შეგრძნება, რადგან ჩვეული ცხოვრების რიტმის შეცვლა მოგიწევთ, უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და იმოქმედოთ. 15-20 თებერვლამდე, გაქვთ საშუალება აკრიფოთ ენერგია და შეიტანოთ კონკრეტული რიტმი შეიტანოთ.
♊ ტყუპები
ძალიან ენერგიული ხართ, ახერხებთ ბევრი საქმის მოსწრებას, თქვენში ცინიზმი მატულობს და არ გამოიყენოთ ეს თქვენი საუკეთესო იარაღი, რათა არ შეხვიდეთ კონფლიქტში.
♋ კირჩხიბი
იწყება არაჩვეულებრივი პერიოდი, რომელიც უკავშირდება ფულს. თქვენ ცხოვრებაში იწყება, ახალი ეტაპი, სადაც შეიძლება დიდ მასშტაბზე გაშალოთ ფრთები. მთავარი რჩევა, ამ თვეში არის - იხელმძღვანელოთ სამართლიანობის პრინციპით.
♌ ლომი
ლომები იწყებენ მნიშვნელოვან ეტაპს, უნდა გადაწყვიტოთ პროფესიას დაუთმობთ თქვენ დროს თუ პარტნიორს. უნდა მოხდეს თქვენი ადამიანური რესურსის რომელიმეს მიმართ მიმართვა, მოგიწევთ აირჩიოთ ერთ-ერთი მათგანი.
♍ ქალწული
ეს ის თვეა, როცა თქვენ უნდა ილაპარაკოთ, სხვებმა კი გისმინოთ. მთავარია იყოთ პირდაპირები და გულწრფელები.
ასევე მიმდინარე თვეში თქვენ გელოდებათ წარმატებები სამსახურში, დროა იყოთ თავდაჯერებულები და თქვენი ცოდნა გადმოიტანოთ პრაქტიკაში.
♎ სასწორი
არ დარჩეთ მსხვერპლის როლში, ეცადეთ თქვენი შესაძლებლობა გამოიყენოთ მაქსიმალურად. მოგიწევთ თქვენ თავთან დარჩეთ მარტო და გაიაზროთ რამდენად სცემთ საკუთარ თავს პატივს.
♏ მორიელი
თვის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა. სჯობს იხელმძღვანელოთ გუნდურობის პრინციპით, როგორც ოჯახში, ასევე სამსახურში. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას კუჭ-ნაწლავის და გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს.
♐ მშვილდოსანი
აქტიურად გაიტესტებიან ამ თვეში, მნიშვნელოვანია სწორად ხედავდეთ სად გადის ფასეულობათა სისტემა.
შესაძლოა იდეოლოგიურ დაპირისპირებაში შეხვიდეთ შემდეგ ზოდიაქოს ნიშნებთან - სასწორი, კურო, ვერძის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებთან.
♑ თხის რქა
მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, გადაგდით ნაბიჯები ურთიერთობის კუთხითაც და კარიერაში. შესაძლოა დაიწყოთ ახალი სამსახური.
♒ მერწყული
არ დარჩეთ მსხვერპლის პოზიციაში, იანვრის თვეში ვინც ხართ დაბადებული გეძალებათ ემოციები და იყავით ფრთხილად. აქ არის პრინციპი - ან თქვენ აჯობებთ გარემოებებს, ან ის გაჯობებთ თქვენ“.
თუ თქვენ აჯობებთ გარემოებას, მაშინ თქვენ გექნებათ საუკეთესო პერიოდი.
♓ თევზები
საკმაოდ კარგი თვეა, განსაკუთრებით მეორე ნახევარი, შეხვდებით საინტერესო ადამიანებს.
მოგიწევთ ბევრი რამ გადააფასოთ და გამოიყენეთ ეს თვე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ძალიან კარგია“ - გიორგი გაბუნიას, ჯიმი აბესაძის და ბენდის სახალისო შესრულება