
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია. სიფრთხილე და ყურადღება გმართებთ ყველაფერთან მიმართებაში. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ავტომობილის ტარების დროს“, - 16 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ეზოტერიკოსმა ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის რეკომენდაციები გაგვიზიარა:
ვერძი
დილით შესაძლოა, გარკვეული დაბნეულობა იგრძნოთ და ენერგიის ნაკლებობა, თუმცა დროის გასვლასთან ერთად ენერგია გექნებათ, მნიშვნელოვანი საქმეები სჯობს დღის მეორე ნახევარში გააკეთოთ.
კურო
ეს დღე მოგცემთ შესაძლებლობას, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. იყავით წინდახედული, გექნებათ შესაძლებლობა, ნებისმიერი საქმე თქვენ სასიკეთოდ დაასრულოთ.
ტყუპები
მარტივი იქნება დღეს კომუნიკაცია და ახალი ურთიერთობის დამყარება. სიფრთხილე გმართებთ ხელმძღვანელებთან. გჭირდებათ დიპლომატია.
კირჩხიბი
დღევანდელი დღე საკმაოდ საინტერესოა, კარგი იქნება, დღის პირველი ნახევარი დასაგეგმად გამოიყენეთ და რაღაც ახლის აღმოსაჩენად.
ლომი
შესაძლოა, იგრძნოთ გარკვეული შიში და ემოცია იმის, რაც ვერ მოაგვარეთ უახლოეს წარსულში. არ ინერვიულოთ, რადგან ეს დღე მოგცემთ საშუალებას, დაინახოთ გამოსავალი. მთავარია, არ იყოთ ზედმეტად კრიტიკულები საკუთარ თავში.
ქალწული
შეეცადეთ, არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნები და კრიტიკულები, როგორც საკუთარ თავთან მიმართებაში, ასევე სხვებთან.
სასწორი
კარგი იქნება, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ ჯანმრთელობას და საკუთარ თავს. დაისვენეთ და აღიდგინეთ ენერგიები.
მორიელი
კარგია დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყველა საქმე, რომელიც შემოქმედებითობას უკავშირდება მარტივად გამოგივათ. ასევე შეგიძლიათ, ახალი ნაბიჯები გადადგათ, არ შეხვიდეთ კონფლიქტში ახლობლებთან.
მშვილდოსანი
დღევანდელი დღე თქვენთვის არც ისეთი მშვიდი იქნება. არის იმის ალბათობა, რომ კონფლიქტი გქონდეთ ოჯახის წევრებთან, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. დღის მეორე ნახევარში სიტუაცია თქვენ სასიკეთოდ შეიცვლება.
თხის რქა
შესაძლოა, დღეს გარკვეულ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ და გაგიჭირდეთ სწორი კომუნიკაციის დამყარება, მაგრამ არ ინერვიულოთ, დღის მეორე ნახევარში სიტუაცია შეიცვლება.
მერწყული
ეს დღე მოგცემთ საშუალებას, გადადგათ ახალი ნაბიჯები, დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი საქმეები. ეცადეთ, ეს დღე სწორად გამოიყენოთ.
თევზები
დღევანდელ დღეს თქვენი ენერგია ზენიტში იქნება, ეცადეთ, მაქსიმალურად სწორი მიმართულება მისცეთ და გადადგათ სწორი ნაბიჯები, მიეცით საკუთარ თავს მოტივაცია, გამოდით კომფორტის ზონიდან გადაგდით ნაბიჯები და იმოქმედეთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი“ - როგორ მოვიქცეთ ძლიერი სიცხის დროს?
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით