რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მარტოხელა ვერძებს ახალი, თუმცა ხანმოკლე გატაცება ელით. დრო გჭირდებათ, რომ საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. კონფლიქტის მოგვარებას ნუ შეეცდებით, სანამ ჯერ კიდევ აღელვებული ან გაღიზიანებული ხართ. ახლობლებთან ურთიერთობაში სრული ურთიერთგაგებაა, მშვენიერი დღეა გუნდური მუშაობისა და ერთობლივი გეგმებისთვის. ფინანსებს სწორად განკარგავთ. თუ გრძნობთ, რომ დაიღალეთ და საქმის ბოლომდე მიყვანა გიჭირთ, სუფთა ჰაერზე გადით და ცოტა დაისვენეთ, მერე კი საქმეს დაუბრუნდით და ზუსტად იქიდან გააგრძელეთ, სადაც გაჩერდით. შინაგანი ენერგია თავზე საყრელად გაქვთ, თუმცა პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ჩანაფიქრის განხორციელებას შეაფერხებს ან ურთიერთობებში გაუგებრობას შექმნის.
კურო
პირად ცხოვრებაში შეიძლება ისეთი ცვლილებები მოხდეს, როგორსაც არასოდეს ელოდით, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სიყვარული და ნდობა ნებისმიერი ურთიერთობის საფუძველია. ეცადეთ, ახლობლებთან სასაუბროდ დრო გამონახოთ. იქნებ, კინოში ან რესტორანში ერთად წასვლა დაგეგმოთ? მოულოდნელად, დამატებითი შემოსავლის წყარო გამოგიჩნდებათ, რაც ძალიან დროულია, რადგან თქვენი ხარჯები დღითი დღე მოიმატებს. ექიმის მიერ დანიშნული წამლების რეგულარულად მიღება არ დაგავიწყდეთ.
ტყუპები
ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ — საკმარისია მოთმინება დაკარგოთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაიფუჭებთ. თუ პოზიტიურ ტალღაზე განეწყობით, დღეს ნაყოფიერად გაატარებთ. სამსახურში ახლებური მიდგომები უნდა ეძებოთ, რაც ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. მხოლოდ საკუთარ სარგებელზე თუ იფიქრებთ, შეიძლება მთავარი გამორჩეთ. ასტროლოგები გირჩევენ, მოვლენებს უფრო ფართოდ შეხედოთ და ოჯახის წევრებზე ზრუნვაც არ დაივიწყოთ.
კირჩხიბი
ეცადეთ, ამ დღეს ცოტა ხნით განმარტოვდეთ და საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩეთ. შეგიძლიათ საინტერესო წიგნი წაიკითხოთ ან საყვარელ ფილმს უყუროთ. სამსახურში ინტრიგები ან საკუთარი შეცდომები მიზნისკენ სვლაში შეგაფერხებთ. თუ საკუთარ ცხოვრებაში რაღაც არ მოგწონთ, ეცადეთ რადიკალურად შეცვალოთ. დროა გასული თვე შეაჯამოთ და მომავალი თვის გეგმა შეადგინოთ. თქვენი ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ახლა იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული, ამიტომ მისი სწრაფად აღდგენა მთავარი ამოცანად უნდა დაისახოთ.
ლომი
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ თქვენი რჩეული ის ადამიანი გახდება, ვისაც დიდი ხანია იცნობთ. მოემზადეთ მოულოდნელი სტუმრების მიღებისთვის და ეცადეთ, კარგი განწყობა შეინარჩუნოთ. წარმატება დიდწილად იმაზეა დამოკიდებული, ხართ თუ არა მზად, რომ გამარჯვებისთვის ყველაფერი გარისკოთ. ხანდახან გადამჭრელი მოქმედებაა საჭირო. მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვას და ფულს გაუფრთხილდით – დიდია შანსი, რომ უახლოეს მომავალში დაგჭირდეთ. ქრონიკული გადაღლილობის გამო ფიზიკური მდგომარეობა გაუარესდება, ამიტომ დასვენებას მეტი დრო უნდა დაუთმოთ.
ქალწული
უსმინეთ საკუთარ გულს და ის აუცილებლად სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ, თუნდაც ის თქვენი ნათესავებისა და მეგობრების აზრს ეწინააღმდეგებოდეს. პატიების უნარი და სხვისი აზრების გათვალისწინება ნდობის ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ. მოულოდნელმა დავალებამ შეიძლება ძალიან დაგაბნიოთ, ამიტომ თუ დარწმუნებული არ ხართ, დახმარება უფრო გამოცდილ კოლეგებს უნდა სთხოვოთ. ბევრ ადამიანთან საერთო ენის გამონახვას შეძლებთ, ასე რომ, ყველა მოლაპარაკება შედეგიანი იქნება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ — ნუ დაკარგავთ დროს საეჭვო პროექტებზე და ნუ მოჰკიდებთ ხელს იმას, რაშიც დარწმუნებული არ ხართ. აუცილებლად მოიწესრიგეთ ძილი, რადგან ეს პირდაპირ აისახება თქვენს განწყობაზე და ჯანმრთელობაზე.
სასწორი
ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს მეტი თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუნდება. ბევრი იმიჯის შეცვლასაც მოინდომებს. ამ დღეს შეძლებთ მოიძიოთ მოკავშირეები, რომლებიც პროფესიული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებიან — ასეთ თანამოაზრეებთან მუშაობა ყოველთვის სასიამოვნოა. სამსახურში ძველი, გამოცდილი სქემით იმოქმედეთ და თავი აარიდეთ ხაფანგებს რომელსაც კონკურენტები გიგებენ. გამორიცხული არ არის, მოულოდნელ ხარჯებს წააწყდეთ და იმაზე დაფიქრება მოგიწიოთ, ყოველდღიური დანახარჯები როგორ შეამციროთ. მოერიდეთ სტრესსა, რომელმაც შეიძლება ნერვული სისტემა შეგირყიოთ. სიმშვიდეს შეინარჩუნებთ თქვენი ცხოვრების ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდება.
მორიელი
ამ პერიოდში რომანტიკულ პაემნებზე წასვლას არ გირჩევთ. მარსი ბობოქრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტის მიზეზი მარტივად გამოჩნდება. ეცადეთ, საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და საკუთარი ქცევა გააანალიზოთ. ჯანსაღი კრიტიკა დაგეხმარებათ, რომ პრობლემებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. წინ რამდენიმე საქმიანი შეხვედრა ან მივლინება გელით. ამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცივი გონებით იმოქმედოთ. ვარსკვლავები აჩვენებენ, რომ ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფორტუნა გაუღიმებს. იქნებით თუ არა ამ იღბლიანებს შორის? ამ საიდუმლოს მომავალი გამოაჩენს! ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჰიგიენის წესები დაიცვათ, განსაკუთრებით - თუ ხალხმრავალი ადგილების მონახულება გიწევთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ივლისში ფინანსურად წარმატებული 4 ზოდიაქოს ნიშანი - გოგა მანია ასახელებს
⭕როგორ ავიხდინოთ სურვილები და რა რიტუალებია ამისთვის საჭირო კვირის დღეების მიხედვით