ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.
ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს:
„ჰოროსკოპი 12 ნოემბრისთვის
მთვარის დღე: 22 / 23
მთვარის ფაზა: ბოლო მეოთხედი ლომში / ქალწულში
ვერძი
დილით დაგეგმეთ შეხვედრები, მოლაპარაკებები ან მგზავრობა — პირველი ნახევარი დღე წარმატებას გპირდებათ. საღამოს შეიძლება განწყობა გაგიფუჭდეთ, რადგან ვიღაცის გავლენა ან გარემოებები ზეწოლას მოახდენს თქვენზე.
კურო
დილა ხელსაყრელია ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. საღამოს კომუნიკაცია ნაკლებად შედეგიანი იქნება. თავს მოერიდეთ საზოგადოებრივ ღონისძიებებს — შესაძლებელია უთანხმოება მეგობრებთან ან კოლეგებთან.
ტყუპები
დღის დასაწყისი აქტიური და შედეგიანი იქნება. საღამოს შესაძლოა დაძაბულობა უფროსებთან ან გავლენიან ადამიანებთან. ეცადეთ ემოციები გააკონტროლოთ.
კირჩხიბი
ინტუიცია დაგეხმარებათ სამუშაო საკითხებში. ნუ გაამჟღავნებთ ახალ იდეებს — დრო ჯერ არ მოსულა. შესაძლოა მიიღოთ სევდიანი ამბავი ან მოგიწიოთ დამატებითი პასუხისმგებლობის აღება.
ლომი
დღე ხელსაყრელია გუნდური მუშაობისთვის, განსაკუთრებით დილას. საღამოს მეტი ძალისხმევა დაგჭირდებათ და მოსალოდნელია უთანხმოება კოლეგებთან. ფინანსური გადაწყვეტილებები ჯობია გადადოთ.
ქალწული
შესაძლოა კარიერულ სფეროში სასიამოვნო ცვლილებები — პრემია ან დახმარება უფროსი ნათესავებისგან. საღამოს კი ურთიერთობა პარტნიორთან შეიძლება დაიძაბოს. მოერიდეთ კონფლიქტს.
სასწორი
დილა კარგია სწავლას, მგზავრობასა და იურიდიული საკითხებს დაუთმოთ. საღამოს ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას — თქვენი ან ახლობლის მდგომარეობა საჭიროებს ზრუნვას.
მორიელი
თქვენი შრომა შედეგს გამოიღებს — შესაძლებელია პრემია ან ფინანსური მხარდაჭერა. სიყვარულში კი შესაძლოა დაძაბულობა ან დაშორება. იყავით მოთმინებით შვილებთან და ახლობლებთან.
მშვილდოსანი
შესაძლოა შემოქმედებითი შთაგონება ან რომანტიკული განწყობა. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. ოჯახში მოსალოდნელია მცირე კონფლიქტი ან უფროსების ზეწოლა.
თხის რქა
დილა ხელსაყრელია საოჯახო და იურიდიული საქმეებისთვის. საღამოს შეიძლება ურთიერთობები და გამგზავრებები არასასურველი გახდეს. იყავით ფრთხილად ახლობლებთან ურთიერთობაში.
მერწყული
კარგი დღეა შემოქმედებისთვის, ბავშვებთან და სიყვარულის სფეროში. მოუსმინეთ სხეულს და მოერიდეთ გადაღლას. ძვირად ღირებული შენაძენები გადადეთ.
თევზები
საშინაო გარემომ შეიძლება ემოციურად დაგღალოთ. ეცადეთ განტვირთვა — იარეთ, იმოძრავეთ, დაკავდით სპორტით“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: