Digest Logo

„ადამიანი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარდა! ძალიან დაგვაკლდები“ - კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა

1762890410
ნოე სულაბერიძე

11 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა.

სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე გამოეხმაურა და მასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:

„ბატონი ელდარ მდინარაძე მაღალ პროფესიულ თვისებებთან ერთად იყო სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით - კაცი! ადამიანი, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარდა! ძალიან დაგვაკლდები ყველას, ბატონო ელდარ! შეხვედრამდე“, - წერს ნოე სულაბერიძე. 

ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.

სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინოფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი – საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

2025 წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

ასევე დაგაინტერესებთ:

2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები, რომლებიც გავლენას ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე მოახდენს

„საუბედუროდ ვეღარაფერს გისურვებ: ვერც ჯანმრთელობას, ვერც სიხარულს, ვერც ბედნიერებას“ - ტრაგიკულად დაღუპული სალომე გორგაძე 19 წლის გახდებოდა

„ლამაზი ხარ, მაგრამ ძალიან დიდიო“, ხალხო, გამანადგურა! მინდოდა რაღაც ჩამეცხო, მაგრამ...“ - ნანუკა გულუა წონის შესახებ კომენტარზე