Digest Logo

🎥 „თქვენს შემჩნევას იწყებენ...“ - ზოდიაქოს ორი ნიშანი იღბლის ძლიერ ნაკადში შედის: თაკო მელიქიშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

1792415262
თაკო მელიქიშვილი

23 ოქტომბრიდან ზოდიაქოს ეს ორი ნიშანი იღბლის ძლიერ ნაკადში შედის - აღნიშნულ საკითხზე ვიდეოსა და პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი გვიზიარებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:

„პირველი: ♏ მორიელებო, ნუ იტყვით უარს ახალ ნაცნობობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანი „თქვენი წრიდან არ არის“. მისგან შეიძლება სასარგებლო კავშირი, იდეა, სამსახური ან ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც მიზნამდე მისასვლელ გზას მნიშვნელოვნად შეგიმოკლებთ. ზოგჯერ საჭირო კარს სწორედ ის ადამიანი გვიღებს, ვისგანაც ამას არ ველოდით.

მეორე: ♌ლომებო, ყურადღებით დააკვირდით სიტუაციებს, როცა სხვები თქვენს შემჩნევას იწყებენ - ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. მოწვევამ, შეთავაზებამ, საჯარო გამოჩენამ, ახალმა პროექტმა ან ხელმძღვანელთან საუბარმა იმაზე მეტი შეიძლება მოგიტანოთ, ვიდრე გეგმავდით. მთავარი ისაა, ეს მომენტი ფრაზით - „ეს უბრალოდ დამთხვევაა“ - არ გააუფასუროთ“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მაკა კვიციანის ოჯახში განსაკუთრებული ორმაგი დღესასწაულია - „საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ“

⭕კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე 50-მილიონიანი Fantasy Bra-თი გამოჩნდა

⭕„ფრთხილად უნდა ვიყოთ ფინანსურ საკითხებში, 21 ოქტომბერი ერთ-ერთი გარდამტეხი თარიღი იქნება...“ - 19-25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕