Digest Logo

მაკა კვიციანის ოჯახში განსაკუთრებული ორმაგი დღესასწაულია - „საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ“

1792407720
 მაკა კვიციანი

ცნობილი დიზაინერი და სხვადასხვა სატელევიზიო პროექტის მონაწილე მაკა კვიციანი გაზაფხულზე მეოთხე შვილის დედა გახდა. მას და მის მეუღლეს, ბიზნესმენ და პარლამენტარ შოთა ბერეკაშვილს, ქორწინებიდან 22-ე წელს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინათ. წყვილმა ახალშობილს ილია დაარქვა და ახლა ოთხი ვაჟის მშობლები არიან.

პატარა ილია გასულ თვეს მონათლეს. ამ მნიშვნელოვან დღეს ოჯახმა გრანდიოზული წვეულებაც გამართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა.

ამჯერად მაკა კვიციანი შვილის ნათლობის ფოტოებს სოციალურ ქსელში გვიზიარებს და ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც დიზაინერი წერს, მას და მის მეუღლეს დაბადების დღე ერთ დღეს აქვთ, წელს კი საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - პატარა ილიკო გაუკეთეს.

„არის ბედნიერება, რომელსაც სიტყვები ვერ აღწერს.🤍🙏

მე და ჩემს მეუღლეს ერთ დღეს გვაქვს დაბადების დღე და წელს საკუთარ თავს ყველაზე ძვირფასი საჩუქარი გავუკეთეთ - პატარა ილიკო.🤍

მისი ნათლობა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და ემოციური დღე იყო, რომელიც საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიზიარეთ.

მადლობა ყველას, ვინც ეს დღე ჩვენთან ერთად გაატარა და ამდენი სითბო და სიყვარული გვაჩუქა.🤍🙏

მადლობა ღმერთს ჩვენი ილიკოსთვის, ამ პატარა ადამიანისთვის, რომელმაც ჩვენი ცხოვრება ამხელა სიყვარულით აავსო!“, - წერს მაკა კვიციანი. 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Maka Kvitsiani (@makakvitsiani)

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕კაილი ჯენერი Victoria’s Secret-ის მოდის ჩვენებაზე 50-მილიონიანი Fantasy Bra-თი გამოჩნდა

⭕„ფრთხილად უნდა ვიყოთ ფინანსურ საკითხებში, 21 ოქტომბერი ერთ-ერთი გარდამტეხი თარიღი იქნება...“ - 19-25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

⭕🎥 ქართველი მოდელი მსოფლიო მოდელებს შორის - მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის 2026 წლის შოუზე გამოვიდა

✕