ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.
იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა ურანის ტყუპების ნიშანში გადასვლასა და მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს:
„მოულოდნელობების, ცვლილებების და რეფორმების პლანეტა ურანი დღეს ტყუპების ნიშანში გადავიდა. მომდევნო შვიდი წელი ჩვენი საკომუნიკაციო არხები, სწავლის მეთოდები, ტრანსპორტი და თვით ახალგაზრდობის ფორმირება სრულიად ახალ რელსებზე გადავა.
მაგრამ რას ვტოვებთ უკან? ურანი კუროდან გამოდის და ჩვენთან ერთად ტოვებს ერთ მთლიან ეპოქას. შვიდი წელი, რაც ეს პლანეტა მიწის, რესურსების და მატერიალური უსაფრთხოების ნიშანში იყო, ჩვენი გაგება იმის შესახებ, თუ რა არის საკუთრება, ფული და სტაბილურობა, ფუნდამენტურად გადაიწერა.
კუროში ურანის ყოფნისას მიწა და რესურსი გახდა ყველაზე მგრძნობიარე წერტილი. ახლა, როცა ეს ტრანზიტი მთავრდება, ფიზიკური კონფლიქტების ნაცვლად წამოიწევს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ციფრული კონტროლის ბრძოლა. მიწის მართვა აღარ იქნება მხოლოდ სამხედრო საკითხი. ის გახდება ტექნოლოგიური, ლოგისტიკური და კლიმატური რესურსების განაწილების თემა. ურანის წასვლა ნიშნავს, რომ აფეთქების ფაზა გაივლის, მაგრამ ახალი წესები უკვე ჩამოყალიბდა და ისინი დარჩება.
როცა ურანი კუროში შევიდა, ყველა ფიქრობდა, რომ ქაღალდის ფული გაქრებოდა, მაგრამ კურო იმიტომ არის კურო, რომ ის ძალიან ძნელად შეცვლადია. ფული ვერ გაციფრულდა სრულად, რადგან კუროს ენერგია ინარჩუნებდა ტრადიციულ სტრუქტურებს. ახლა კი, ტყუპებში, ფული გახდება „ციფრული ჰაერი“. ჩვენ მივდივართ იმ დროისკენ, როცა სავარაუდოდ ფულის ტრანზაქცია იქნება ისეთივე სწრაფი, როგორც ჩატში მესიჯის გაგზავნა. კრიპტოვალუტები- ეს ყველაფერი ალბათ სწორედ ახლა მიიღებს იმ ფორმას, რაც კუროში მხოლოდ ჩანაფიქრი იყო.ანუ ფულის ციფრული ტრანსფორმაცია ნამდვილად არ დასრულებულა. უფრო სწორად, ის ჯერ კიდევ შუა გზაზეა.
ურანი კუროში გვასწავლიდა, რომ ფული აღარ არის მხოლოდ ქაღალდი ან ლითონი. ის არის ინფორმაცია, ნდობა და წვდომა. მომდევნო წლებში ვნახავთ, როგორ ერწყმის ერთმანეთს ტრადიციული ბანკირება და ბლოკჩეინი, როგორ ხდება ვალუტები პროგრამირებადი და როგორ იცვლება მფლობელობის კონცეფცია. ფული ბოლომდე ვერ გაციფრულდა ალბათ იმიტომაც, რომ საჭირო იყო რეგულაციების, უსაფრთხოების პროტოკოლების და საზოგადოებრივი ნდობის ჩამოყალიბება. ეს პროცესი გრძელდება და ის არ შეჩერდება. პირიქით, ის გახდება უფრო გამჭვირვალე, ავტომატიზებული და პერსონალიზებული.
თუ ისტორიას გადავხედავთ, 1858 წლიდან 1865 წლამდე, როცა ურანი ტყუპებში იყო, ადამიანებმა პირველად გაატარეს ელექტრონული სიგნალი ოკეანის ქვეშ. ტელეგრაფმა მსოფლიო შეკრა. 1942-1949 წლებში კი, როცა იგივე პლანეტა იმავე ნიშანში მოგზაურობდა, დაიბადა რადიოს ოქროს ხანა, გამოჩნდა პირველი ელექტრონული კომპიუტერები და ტელევიზია. ყოველ ჯერზე, როცა ურანი ტყუპებს ეხება, ინფორმაცია ახალ ფორმას იღებს და ჩვენ ვსწავლობთ მისი მოსმენის ახალ გზებს. მაშასადამე, დგება დრო, რომ ეს ყველაფერი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეს.
ახალი ეპოქა იწყება, მაგრამ სანამ ახალ ტალღაზე გადავალთ, ღირს გავიაზროთ, რა დავტოვეთ უკან. რა იყო საჭირო, რა აღარ მუშაობს და რა უნდა წავიღოთ თან.
მაშ ასე, რას ვტოვებთ წარსულში? ვტოვებთ ქონების ხისტ კონცეფციას, სადაც მფლობელობა ნიშნავდა ფიზიკურ კონტროლს. ვტოვებთ ილუზიას, რომ უსაფრთხოება მხოლოდ დაგროვებაშია. ვტოვებთ სამუშაოს და შემოსავლის ისეთ მოდელებს, სადაც ერთი პროფესია მთელ ცხოვრებას გასდევდა ადამიანს. ვტოვებთ იმ დროს, როცა რესურსების განაწილება მხოლოდ ცენტრალური ინსტიტუციების ხელში იყო.
რას ველოდებით წინ?- დეცენტრალიზებულ სისტემებს, რომლებიც ადამიანს აძლევს საშუალებას, თავად მართოს თავისი ფინანსური და ინფორმაციული ნაკადები. მივყვებით იმ გაგებას, რომ სიმდიდრე აღარ იზომება მხოლოდ ანგარიშზე დარჩენილი ციფრებით. ის იზომება ადაპტაციის უნარით, ქსელებით და ცოდნით.
ურანი კუროდან გამოდის, მაგრამ მისი გაკვეთილები რჩება. ჩვენ ვისწავლეთ, რომ სტაბილურობა არ ნიშნავს გაქვავებას. ის ნიშნავს უნარს, იცვლებოდე ისე, რომ ფესვები არ დაკარგო. ტერიტორიული კონფლიქტები შეიძლება შენელდეს, მაგრამ ბრძოლა რესურსებზე, მონაცემებზე და ყურადღებაზე გაგრძელდება. ფული გახდება უფრო გამჭვირვალე, მაგრამ მოითხოვს უფრო მაღალ ფინანსურ წიგნიერებას. მიწა აღარ იქნება მხოლოდ საზღვარი. ის გახდება ეკოსისტემა, რომელსაც უნდა მოვუაროთ.
რა გველის წინ იმ სფეროებში, რომლებსაც ურანი განაგებს? 7 წლის განმავლობაში ვიდრე ის ამ ნიშანში იმოძრავებს, როგორ იმუშავებენ საინფორმაციო საშუალებები, როგორ შეიცვლება კომუნიკაციის ხერხები, მიმოწერა როგორ შეიცვლება, ან რა ცვლილებებია მოსალოდნელი ზოგადი, სასკოლო განათლების , სასწავლო მეთოდების, ცოდნის მიწოდების მიმართულებით, სატრანსპორტო საშუალებები რა შესაძლო მოდიფიცირებას განიცდიან, რა შეიცვლება ფოსტაში , ვაჭრობაში, გზების მშენებლობაში, რა მოუვათ ტელევიზიებს, და სხვა მედიასაშუალებებს, როგორ განვითარდება თვითონ ახალგაზრდობა.
რას უნდა ველოდოთ საინფორმაციო სივრცეში?
ალბათ, უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ კომუნიკაცია გახდება ნაკლებად ტექსტური. მიმოწერა აღარ იქნება მხოლოდ სიტყვების გაცვლა. ხმები, ვიდეოები, ჰოლოგრამები და ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პერსონალიზებული პასუხები ჩვეულებრივი ამბავი გახდება.
ტრადიციული ტელევიზია, ისეთი ფორმით, როგორსაც ვიცნობთ, ფაქტობრივად წარსულს ჩაჰბარდება. მის ადგილს დაიკავებს ინტერაქტიული პლატფორმები, სადაც მაყურებელი თავად ხდება ამბის შემქმნელი. მედია გახდება დეცენტრალიზებული, სწრაფი და ადაპტირებადი. ინფორმაციის მიღება გახდება წარმოუდგენლად სწრაფი და ფრაგმენტული. ჟურნალისტიკა გადავა ჰოლოგრამების, ხელოვნური ინტელექტის და ვირტუალური რეალობის ფორმატში. თქვენ აღარ იქნებით უბრალოდ მაყურებელი, თქვენ იქნებით ამბის შუაგულში.
განათლების სისტემაში დაიწყება ნამდვილი რესტრუქტურიზაცია. სკოლა აღარ იქნება ადგილი, სადაც ბავშვები ერთ ფორმატში სხედან. დაემშვიდობეთ მერხებთან გატარებულ მოსაწყენ საათებს. სწავლის მეთოდები გახდება მაქსიმალურად მოქნილი და ინდივიდუალური. ცოდნის მიწოდება მოხდება ერთგვარი თამაშის საშუალებით. სწავლა გადავა პროექტებზე, თამაშებზე და რეალურ გამოცდილებაზე.შესაძლოა, ინფორმაციის პირდაპირ ტვინში ჩატვირთვის პირველი მცდელობებიც კი ვიხილოთ. სკოლა აღარ იქნება შენობა, ის იქნება ყველგან, სადაც ინტერნეტია. მასწავლებელიც აღარ იქნება ცოდნის ერთადერთი წყარო, ის უფრო გზამკვლევი გახდება ინფორმაციის ოკეანეში. ის დაეხმარება მოსწავლეს ინფორმაციის ფილტრაციაში და კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. ცოდნის მიწოდება მოხდება მიკრო-სწავლების პრინციპით.ნეირო-ინტერფეისების პირველი სატესტო ვერსიებიც კი გამოჩნდეს, რომლებიც სწავლის პროცესს აჩქარებენ.
ვაჭრობა და მიმოწერა სრულად გადავა ციფრულ ფორმატში, სადაც ენა აღარ იქნება ბარიერი. ხელოვნური ინტელექტი რეალურ დროში თარგმნის ნებისმიერ დიალოგს, რაც ვაჭრობას და კომუნიკაციას გლობალურს გახდის. აღარ იარსებებს საზღვრები ინფორმაციის გაცვლისას.
რაც შეეხება ტრანსპორტს და გზებს, ამ სფეროში ურანი გვპირდება სიჩქარეს და ავტონომიურობას. თვითმმართვადი მანქანები, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ კავშირში არიან, გახდება ნორმა. გზები აღარ იქნება მხოლოდ ასფალტი. დაიწყება მუშაობა იმაზე, რომ ისინი გახდნაენ ჭკვიანი ქსელები, რომლებიც არეგულირებენ მოძრაობას, გამოიმუშავებენ ენერგიას და აგროვებენ მონაცემებს. ფოსტა, როგორც ტრადიციული სერვისი, გადაფორმატდება დრონებით და რობოტებით მომსახურებაში..
დრონებით მიწოდების სერვისი ფოსტას და კურიერებს სრულად ჩაანაცვლებს. გზების მშენებლობაში გამოიყენებენ ისეთ მასალებს, რომლებიც თავად გამოიმუშავებენ ენერგიას. შესაძლოა, საჰაერო ტაქსების ეპოქაც სწორედ ამ შვიდ წელიწადში დაიწყოს.
ახალგაზრდობა, რომელიც ამ პერიოდში იზრდება, იქნება ყველაზე მრავალფეროვანი და ადაპტირებადი თაობა. მათ ექნებათ უნარი, ერთდროულად მრავალ არხზე იმუშაონ. მაგრამ აქვე ჩნდება გამოწვევა. ინფორმაციის ზღვაში ყურადღების შენარჩუნება, ემოციური სტაბილურობა და ღრმა ანალიზის უნარი გახდება იშვიათი ნიჭი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად განვავითაროთ შინაგანი სიჩქარის რეგულაცია.ახალი თაობა იქნება საოცრად მრავალმხრივი, სწრაფი და მოქნილი. მათ ექნებათ უნარი, ერთდროულად ათობით საქმე აკეთონ. თუმცა, აქ არის ერთი საფრთხეც, ზედაპირულობა. უნდა ვიფრთხილოთ, რომ ამ კოსმოსურ ქარბორბალაში მთავარი არ დაიკარგოს.
ურანი ტყუპებში არ გვეუბნება, რომ ყველაფერი უნდა შევცვალოთ ერთ დღეში. ის გვეუბნება, რომ დროა ვისწავლოთ მოქნილობა. რომ ინფორმაცია არ არის ძალაუფლება, თუ მას არ აქვს კონტექსტი. რომ კომუნიკაცია არ არის მხოლოდ სიტყვები, არამედ ენერგიის გაცვლა. უნდა გავიხსნათ სიახლეებისთვის, ვისწავლოთ სწრაფად ადაპტაცია და რაც მთავარია, არ შეგვეშინდეს ექსპერიმენტების. სამყარო იცვლება და ჩვენც მასთან ერთად უნდა მომდევნო შვიდი წელი იქნება ექსპერიმენტების, გატეხილი შაბლონების და ახალი ენების დრო. ვისაც არ ეშინია შეცდომის, ის წინ წავა“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ბალახეულია ყველაზე ძლიერი და როგორ გამოვიყენოთ მათი მაგია პრაქტიკაში - ეზოტერიკოსის რჩევები