„ციცინათელა“ ორი ახალგაზრდა, კრეატიული და ამბიციური გოგოს იდეაა, რომლებიც საერთო ხედვამ – სილამაზისა და ესთეტიკის სიყვარულმა გააერთიანა.
მაშო გიგილაშვილმა და ხატია გლოველმა შექმენს სივრცე, სადაც დეტალებს დიდი მნიშვნელობა აქვს და თითოეული პროექტი ინდივიდუალური ხელწერითაა გამორჩეული.
მათი მთავარი მიზანია ამბავი იყოს ბუნებრივი, ინდივიდუალური და გამორჩეული.
„ციცინათელა“ არის კონტენტ კომპანია, რომელიც ბრენდებს საკუთარი სტილისა და იდენტობის აღმოჩენაში ეხმარება.
მისი მთავარი მიზანია, შექმნას ისეთი ვიზუალური და ტექსტური კონტენტი, რომელიც არამარტო ლამაზია, არამედ იზიდავს, აინტერესებს და ამახსოვრებს თავს აუდიტორიას.
„იდეა გაჩნდა მაშინ, როცა მივხვდით, რომ ბაზარზე ბევრი ერთფეროვანი კონტენტი არსებობდა. ჩვენ გვაქვს გამოცდილება სოციალური მედიის მართვაში, დიზაინსა და ბრენდებთან თანამშრომლობაში, თუმცა გვსურს რაღაც განსხვავებული – უფრო ემოციური, უფრო ბუნებრივი, უფრო ჩვენეული.
სწორედ ამ სურვილმა გააჩინა „ციცინათელა“. პირველი ნაბიჯი იყო გადაწყვეტილების მიღება, რომ არ გადაგვედო საქმე და სირთულეების მიუხედავად მაინც გაგვეკეთებინა ის რაც გულით გვიყვარს.
„ციცინათელა“ მომხმარებლებს სთავაზობს კონტენტ მომსახურებას:
ფოტო და ვიდეო გადაღება;
ვიზუალური სტილის შექმნა;
ბრენდის ტონი და კომუნიკაციის სტრატეგია .
ჩვენი მთავარი ნიშანი არის ის, რომ თითოეულ ბრენდს ინდივიდუალურად ვუდგებით – არ არსებობს „ერთი ფორმულა ყველასთვის“. ყველა ბრენდსა თუ კომპანიას თავისი გამორჩეული ისტორია აქვს, სწორედ ამ უნიკალური ისტორიიდან გამომდინარე გვინდა მოვყვეთ მათი ამბავი.
ყველაზე დიდი სირთულეა ნდობის მოპოვება. როცა ახალი ხარ ბაზარზე, ადამიანებს სჭირდებათ მიზეზი, რატომ უნდა აგირჩიონ. ამიტომ ნდობის ფაქტორს გამოვყოფდით. სწორედ ნდობითა და საქმისადმი სიყვარულით მიიღწევა დიდი ნაბიჯები. წარმატებისთვის აუცილებელია ავთენტიკურობა. მომხმარებელი ძალიან კარგად გრძნობს ხელოვნურობას. ასევე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ხარისხიანი ვიზუალი და სწორი კომუნიკაცია – არა მხოლოდ გაყიდვა, არამედ ურთიერთობის შექმნა აუდიტორიასთან. რაც უფრო ბუნებრივი ხარ და არ ხარ ყალბი აუდიტორიას უფრო მეტად უჩნდება ნდობა შენს მიმართ და კეთილგანწყობილი ხდება“.
- რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა იწყებს საკუთარი ბრენდის განვითარებას?
„არ დაელოდონ „იდეალურ მომენტს“, იდეალურ მომენტებს თავად ვქმნით! დაიწყეთ იმით, რაც გაქვთ. შეცდომები პროცესის ნაწილია და სწორედ ამ შეცდომებით ვიზრდებით, ეს მარცხს სულაც არ გულისხმობს. ასევე – მოუსმინონ იმ კომპანიებს თუ ბრენდებს ვისთანაც თანამშრომლობენ და იყვნენ გულწრფელები, რადგან ეკრანზე გულწრფელობა და ბუნებრიობა ყველაზე კარგად ჩანს.
ციცინათელა შემთხვევითი არ არის. ის ასოცირდება პატარა, მაგრამ ძალიან ნათელ შუქთან – რომელიც სიბნელეს ანათებს. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ პატარა იდეაც კი შეიძლება გახდეს დიდი და შესამჩნევი, თუ მას სწორად გაანათებ. ჰოდა ჩვენი მთავარი მესიჯიც სწორედ ეგ არის: პატარა იდეაც კი შეიძლება გახდეს დიდი და შესამჩნევი, თუ მას სწორად გაანათებ“, - გვიყვებიან გოგოები.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბიზნესს გაყიდვების გაზრდისთვის „ციცინათელას“ დახმარება გჭირდებათ, ეწვიეთ ქვემოთ მითითებულ ბმულს:
https://www.facebook.com/profile.php?id=61564771902959

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რომელი ბალახეულია ყველაზე ძლიერი და როგორ გამოვიყენოთ მათი მაგია პრაქტიკაში - ეზოტერიკოსის რჩევები
⭕„ამ პერიოდში თავი შეიკავეთ ესთეტიკური პროცედურებისგან!“ - ასტროლოგის მიმართვა