Digest Logo

„წარმატება, ფული და საბედისწერო მოვლენები...“ - რას ამბობს თაკო მელიქიშვილი 26 სექტემბრის ენერგიებზე

1790406328
თაკო მელიქიშვილი

🌕 26 სექტემბერი სავსემთვარეობის ძლიერი ენერგიის დღე!

დღეს ნამდვილი ენერგეტიკული ჯეკპოტია! სავსემთვარეობა, შაბათი და დღის ენერგიები 8 • 9 • 8.

ეს ისეთი კომბინაციაა, როცა წარმატება, ფული და საბედისწერო მოვლენები შეიძლება პირდაპირ შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში.

🔥 შაბათი რვიანების იღბლიანი დღეა. ამიტომ დღეს ბევრი რამ საუკეთესოდ აეწყობა, განსაკუთრებით მაშინ, თუ არ ინერვიულებთ, ემოციებს არ აჰყვებით და ხმას არ აუწევთ.

🧠 შესაძლოა მოულოდნელი ამბავი გაიგოთ, რომლისთვისაც მზად არ იქნებით. ნუ ეცდებით ყველაფრის იმავე წამს გადაწყვეტას და ნუ დაიწყებთ ფიქრს: „ახლა რა იქნება? როგორ მოვიქცე?“ უბრალოდ შეჩერდით, ღრმად ჩაისუნთქეთ და გაიმეორეთ: „ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ ხდება“.

🖤 დღეს უპირატესობა წითელი ფერის სამოსს მიანიჭეთ. ის დაგეხმარებათ, თავი ძლიერად, თავდაჯერებულად და მობილიზებულად იგრძნოთ, ასევე მოიზიდავს ფინანსურ სიუხვესა და წარმატებას.

🧂 სავსემთვარეობისას აუცილებლად გაწმინდეთ საკუთარი თავი და სივრცე. გამოცვალეთ თეთრეული, მიიღეთ შხაპი მარილით, დაალაგეთ სახლი და გადაყარეთ ყველაფერი, რაც დიდი ხანია აღარ გახარებთ.

💋 დღეს ხშირად ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და აკოცეთ საყვარელ ადამიანებს! 26-ის ენერგია სიყვარულის, სილამაზის, სინაზისა და გულწრფელი ენერგიის გაცვლის გზით იხსნება.

👍 უთხარით საყვარელ ადამიანებს თბილი სიტყვები: „შენ ჩემი მზე ხარ“, „შენ ჩემი ძვირფასი ადამიანი ხარ“, „ძალიან მიყვარხარ“. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, აირჩიოთ სიყვარული, ერთგულება და სიახლოვე კამათის, ეჭვებისა და დამანგრეველი ფიქრების ნაცვლად.

💵 რვიანი რეალიზაციაში ფინანსურად უხვ და საბედისწერო დღეს ნიშნავს. რაც უფრო მეტ სილამაზეს, სიყვარულსა და სიხარულს გაავრცელებთ, მით უფრო ძლიერად გაიხსნება თქვენი ფინანსური ნაკადი.

🚶‍♀️ გაისეირნეთ ახალი გზით, ჩაიტარეთ მასაჟი, ეწვიეთ ლამაზ ადგილს და აუცილებლად გაახარეთ საკუთარი თავი. დღეს ცხოვრებას არ უნდა დაემალოთ მიეცით თავს უფლება, იყოთ ბედნიერი, ლამაზი და საყვარელი. სავსემთვარეობა აძლიერებს ყველაფერს, რასაც გრძნობთ და სამყაროს გადასცემთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რა საფრთხეს მოგვიტანს სავსემთვარეობა ვერძში - ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

⭕თბილისში დაკარგული 2 პირველკლასელი მოსწავლე იპოვეს

⭕7 ფრაზა, რომელსაც მანიპულატორი ხშირად იყენებს და რატომ ვერ ამჩნევს მსხვერპლი ამას დროულად?

✕