Digest Logo

„მოსაწევი არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებაზე?

1720513768
გიორგი ყიფშიძე

„ჩემი ცხოვრების ძალიან ლამაზი პერიოდი 30-40 წლის ასაკი დავკარგე, გენიალური 10 წელი, რომელსაც ვერავინ დამიბრუნებს“ , - ამის შესახებ მსახიობი გიორგი ყიფშიძე youtube-ის არხზე პოდკასტში „შეუზღუდავი შესაძლებლობები“  საუბრობს.

როგორც იგი გადაცემაში ჰყვება, 6 ხელოვნური კომა გაიარა, რომელმაც საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოიყვანა.

„6 კომა გავიარე, რომელიც გეხმარება იმაში, რომ ის რაც გენატრება დაბლოკოს და აღარ მოგენატროს.

მკურნალობის პერიოდში ბიშკეკში, მდინარეზე ჩავდიოდი და იქ ახალგაღვიძებულზე მდინარის 4 ვედრო წყალს მასხამდნენ და შოკი მემართებოდა, ეს იყო დისკომფორტი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ აუცილებელია ადამიანი კომფორტის ზონიდან გამოიყვანო“, - ამბობს იგი.

მსახიობი გადაცემაში ასევე საუბრობს მოსაწევზე, და როგორც თავად ჰყვება სწორედ ეს არის პირველი კატალიზატორი, შემდეგ უფრო დიდ ნარკოტიკზე „შეჯდეს“ ადამიანი.

„არავინ თქვას, რომ მოსაწევი არის მსუბუქი ნარკოტიკი, ეს ტყუილი თემაა. სწორედ ეს არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ისევ ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო.

მყავს მეგობრები, რომლებიც მოსაწევს მხოლოდ შაბათ-კვირას ეწევიან, მაგრამ არიან ჩემ გარშემო ისეთებიც, ვინც დილას მოსაწევით იწყებენ და ვფიქრობ, როცა ავად ხარ აუცილებლად ვინმემ უნდა მოგხედოს“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.

მსახიობი ასევე ამბობს, რომ ჰეროინის და სხვა ნარკოტიკის მიღება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ბედნიერი გახდე.

„ზუსტად ის სიამოვნება, რაც შეიძლება ხელოვნურად მიიღო შენ გარშემო არსებობს, უბრალოდ ამას დანახვა უნდა. ნარკოტიკი შენშია არ რის საჭირო ჰეროინის და ექსტაზის მიღება, რომ ბედნიერი გახდე“, - ამბობს გიორგი ყიფშიძე.

ცნობისთვის, მსახიობი, გიორგი ყიფშიძე რამდენიმე თვის წინ სამკურნალოდ თურქეთში წავიდა და იქ რეაბილიტაციის კურსს გადიოდა. იგი, წლების განმავლობაში სხვადასხვა დამოკიდებულებას, მათ შორის წამალდამოკიდებულებას ებრძოდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და დღეს ბედნიერი ვარ“ - როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას გიორგი ყიფშიძე?

🎥 „1 ფინჯანმა ყავამ შეიძლება 60%-ით შეამციროს რკინის შეწოვა“ - რომელ პროდუქტებთან არ შეიძლება ყავის მიღება?ნუტრიციოლოგის რჩევები

⭕ 🎥 „ქალს ყველაზე მეტად ბედნიერება უხდება!“ - კადრები შორენა ბეგაშვილის გრანდიოზული დაბადების დღიდან