2–8 ნოემბერი - წარსულის ექო და გარდამტეხი ცვლილებების დრო:
ნოემბრის პირველი კვირა მნიშვნელოვანი ასტროლოგიური პროცესებით გამოირჩევა. 2–8 ნოემბრის პერიოდი გვიბიძგებს წარსულის გადახედვისკენ, მიღებული შედეგების გაანალიზებისკენ.
კვირის მთავარი ასტროლოგიური მოვლენაა იუპიტერის შეერთება დაღმავალ კარმულ კვანძთან ლომის ნიშანში - ასპექტი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს წარსულში დაგროვილ გამოცდილებაზე, ამბიციებსა და გავლენის შენარჩუნების სურვილზე.
ამ შეერთების ისტორიული ანალოგი 1 990 წლის სექტემბერში გვხვდება. მაშინ მსოფლიო მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი გარდაქმნების წინაშე იდგა. რა თქმა უნდა, დღევანდელი რეალობა განსხვავებულია, თუმცა ასტროლოგიური სიმბოლიზმი გვაძლევს საფუძველს, ყურადღება გავამახვილოთ ძველი სისტემების სისუსტეებზე, ძალაუფლების გადანაწილებასა და იმ პროცესებზე, რომლებიც აქამდე დაგროვილი წინააღმდეგობების გამოვლენას შეუწყობს ხელს.
ინდივიდუალურ დონეზე ეს პერიოდი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ამბიციების, კარიერული მიზნებისა და ცხოვრებისეული პრიორიტეტების გადაფასებასთან. წარსულში გაწეული ძალისხმევა არ გვავალდებულებს, უსასრულოდ გავაგრძელოთ გზა, რომელმაც საკუთარი მნიშვნელობა დაკარგა.
მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ მიმდინარე კვირაში დაწყებული პროცესები ხანგრძლივი განვითარების დასაწყისია. იუპიტერი რეტროგრადული მოძრაობის პერიოდში კვლავ დაუბრუნდება დაღმავალი კვანძის თემას, ამიტომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებების შედეგები მომდევნო ექვსი თვის განმავლობაშიც აქტუალური იქნება. ყურადღება მიაქციეთ განმეორებად სიტუაციებს, საკითხებს, რომელთა გადაჭრის აქამდე გამოყენებული მეთოდები უკვე აღარ მუშაობს.
ამასთან, კვირა მთვარის კლების ფაზას ემთხვევა და 7 ნოემბრიდან ჰეკატეს დღეები იწყება - მთვარის ციკლის დასასრულის პერიოდი, რომელიც შეჯამებას, შინაგან განწმენდასა და ახალი ეტაპისთვის მომზადებას უკავშირდება. ამიტომ უმჯობესია, არ გადავიტვირთოთ ახალი ვალდებულებებით, დავასრულოთ დაწყებული საქმეები, მოვაწესრიგოთ ფინანსური და ყოფითი საკითხები და შეძლებისდაგვარად გადავდოთ არც ისე აუცილებელი შენაძენები. განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს დოკუმენტებისა და ხელშეკრულებების შემოწმებისას.
ნუ შეეცდებით ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოთ წარსული, თუ ის უკვე აღარ ემსახურება თქვენს მომავალს. ეს დღეები გვაძლევს შესაძლებლობას, დავინახოთ, რომელი მიზნები და ცხოვრებისეული პროგრამებია ამოწურული, რა საჭიროებს ცვლილებას ახალი ციკლის დასაწყებად.
9 ნოემბრის მორიელის ახალმთვარეობამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ძველის დასრულება, გამოცდილების გააზრება და ახალი ეტაპისთვის შინაგანი თუ გარეგანი სივრცის მომზადებაა.
ასევე დაგაინტერესებთ: