Digest Logo

წარუმატებლობისგან გათავისუფლების რიტუალი

1769002205
რიტუალი რიტუალი

„საყოფაცხოვრებო მაგია“- ასე უწოდებს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი რიტუალს, რომლის ჩატარებასაც კლებად მთვარეზე, წარუმატებლობისაგან თავის დასაღწევად გვირჩევს.

„რიტუალი ტარდება კლებად მთვარეზე.

დაგჭირდება: ფურცელი სანთელი შენი ტანსაცმლის პატარა ნაჭერი (შეიძლება ცხვირსახოცი ან ძველი ტანსაცმლიდან მოჭრილი ნაწილი), ფართო ლანგარი ან თეფში.

როგორ ჩავატაროთ:

ქსოვილის ნაჭერი გაახვიე ქაღალდში.

სანთლის ალზე წაუკიდე ცეცხლი.

ანთებული შეკვრა დადე ლანგარზე და აცადე მთლიანად დაიწვას.

ამ დროს წარმოთქვი სიტყვები:

„ყველაფერი ცუდი, რაც ჩემშია, ცეცხლმა წაიღო! აღარ არის ადგილი (აქ ჩამოთვალე შენი პრობლემები) ჩემს გულში! არა, არ ყოფილა და არ იქნება! ჭეშმარიტია!“

დარჩენილი ფერფლი გაატანე კანალიზაციას, ან გადაყარე შორს სახლიდან“, - გვირჩევს ეზოტერიკოსი.

ასევე დაგაინტერესებთ:

როგორ გვიბიძგებს შიში არასწორი არჩევანისკენ? რატომ გავრბივართ საკუთარი თავისგან და როგორ ვიძირებით არასწორ ურთიერთობებში? - ასტროლოგის განმარტება

„დაბლოკილი სექსუალური ენერგია გავლენას ახდენს თავდაჯერებულობაზე, თვითშეფასებაზე, კრეატიულობაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც“ - თამარ კვარაცხელია

ჩინური ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელიც 22 იანვარს მნიშვნელოვან სიმდიდრესა და სიუხვეს მოიზიდავს

წყარო: www.zmna.ge