„დღეს უიშვიათესი ცისფერი სავსემთვარეობაა მშვილდოსანში: დაბრუნება, ბარაქა და პლანეტების აღლუმი!“, - აღნიშნულ საკითზე ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი აქვეყნებს:
„✨დღეს, 31 მაისს, სამყარო უიშვიათესი და უძლიერესი კოსმოსური ენერგიის ნათებაში ებმება. ჩვენს თავზე „ცისფერი სავსემთვარეობა“ — ერთ კალენდარულ თვეში რიგით მეორე სავსე მთვარე აკაშკაშდება.
ეს ფენომენი იმდენად იშვიათია, რომ შემთხვევით არ არსებობს გამოთქმა: „ასი წელიწადში ერთხელ“ (once in a blue moon) — ის ყოველთვის განსაკუთრებულ, მაგიურ გარდატეხებზე მიგვანიშნებს. ეს მთვარე მშვილდოსნის ზოდიაქოში ანათებს — ჭეშმარიტების, უმაღლესი სიბრძნისა და ჰორიზონტების გაფართოების ნიშანში.
ეს არის ცეცხლოვანი ენერგია, რომელიც ფანტავს ყოველგვარ ბუნდოვანებას და ხსნის ძველ გვერდებზე დაბრუნების, გადაფასებისა და მეორე შანსის პორტალებს. 😯👉 გაიხედეთ ზევით: პლანეტების იშვიათი აღლუმი!
🌌ეს ღამე ორმაგად საოცარია, რადგან „ცისფერი მთვარე“ ცაზე ერთდროულად გამოჩნდება ხუთ ყველაზე კაშკაშა პლანეტასთან ერთად, რომელთა დანახვაც შეუიარაღებელი თვალით არის შესაძლებელი: მერკური, ვენერა, იუპიტერი, სატურნი და მარსი.
🌅 მზის ჩასვლიდან 45–90 წუთის შემდეგ: გაიხედეთ დასავლეთით, სადაც ვენერა, იუპიტერი და მერკური ბრწყინვალე სამეულს შექმნიან.
🌕 მთელი ღამის განმავლობაში: „ცისფერი მთვარე“ თავისი ვერცხლისფერი ნათებით მთელ ცას დაიპყრობს. 🌄 განთიადისას (მზის ამოსვლამდე): გაიხედეთ აღმოსავლეთით ოქროსფერი სატურნისა და მოწითალო მარსის დასაფიქსირებლად. განთიადისას (მზის ამოსვლამდე): გაიხედეთ აღმოსავლეთით ოქროსფერი სატურნისა და მოწითალო მარსის დასაფიქსირებლად.
💰 გაააქტიურეთ ბარაქისა და დოვლათის ენერგია
🔽სავსემთვარეობა ათასჯერ აძლიერებს ჩვენს განზრახვას. გააჟღერეთ ეს სიტყვები შინაგანად ან ხმამაღლა, რათა გახსნათ ფინანსური ნაკადები: „დღეს მე საკუთარ თავს მეტის უფლებას ვაძლევ — მეტ ფინანსურ თავისუფლებას, მეტ შესაძლებლობას და მეტ სიმსუბუქეს.მე ვთავისუფლდები ყოველგვარი შეზღუდვისგან და შიშისგან, რომ არ მეყოფა.მატერიალურ დოვლათს ვიღებ მსუბუქად, სიხარულითა და მადლიერებით. მე ვიმსახურებ უხვ ბარაქას ყოველგვარი ბრძოლის გარეშე. ჩემი შემოსავლები დღითიდღე მატულობს და სამყარო ყოველთვის მპასუხობს მზაობით. დაე, ასე იყოს!“
✨ დღევანდელი დღის კვანტური კოდია: 420 808 ❗️
წარმოთქვით ის მშვიდად და ჩაწერეთ ფურცელზე, მაჯაზე ან პირდაპირ აქ, კომენტარებში, რათა ჩართოთ იღბლის ენერგია“, - წერს თამუნა იოსელიანი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ საფრანგეთში, „პსჟ“-ს გამარჯვების შემდეგ დაკავებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა