Digest Logo

„წინა პლანზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ხალხის გაერთიანება“ - მიმდინარე კვირის ასტროპროგნოზი ქეთევან ჯანდიერისგან

1785757965
ქეთევან ჯანდიერი

„პროგნოზი ამ კვირისთვის (3–9 აგვისტო). დავასათაურებდი ასე.. „ადამიანი საკუთარ სამყაროს საკუთარი გადაწყვეტილებებით ქმნის“, - აღნიშნულის შესახებ ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს გვიზიარებს:

„ეს არის აქტიური ზრდისა და დიდი შესაძლებლობების კვირა. თუმცა მიზნების მისაღწევად ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. კვირის დასაწყისის არასტაბილურობა მეორე ნახევარში შემოქმედებით და ნაყოფიერ მიმართულებას მიიღებს, ამიტომ მნიშვნელოვანია, შანსები არ გაუშვათ ხელიდან. კარგად შეაფასეთ შესაძლებლობები, ნუ იჩქარებთ და მოუსმინეთ მხოლოდ მათ, ვინც საკუთარი ეფექტიურობა არაერთხელ დაამტკიცა. მომავალს სწორედ გაბედული ადამიანები ქმნიან.

🔹 კარგი შესაძლებლობები

🔹 ფარული აშკარა ხდება

▪️ შეთანხმებების ჩაშლის რისკი

▪️ დაძაბული და ნერვული გარემო

საზოგადოებრივ ჭრილში: სამყარო კვლავ აჩქარებს ტემპს და დინამიკას იძენს. ზოგი გავლენას კარგავს, ხოლო ძლიერი და გამორჩეული ლიდერები სწრაფად იკავებენ მათ ადგილს. წინა პლანზე გამოდიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ხალხის გაერთიანება საერთო მიზნების გარშემო. იზრდება დიპლომატიის მნიშვნელობა და ცვლილებების მოთხოვნა. შეუერთდით ძლიერებს.

🔹 საზოგადოება მოვლენებზე ძლიერ გავლენას ახდენს

🔹 პოლიტიკური რეფორმები

▪️ დიალოგის სირთულეები

▪️ კონფლიქტების გაძლიერება

პიროვნებისთვის: ეს პერიოდი გასწავლით, ნაკლებად იყოთ დამოკიდებული სხვის აზრზე და მეტად ენდოთ საკუთარ გადაწყვეტილებებს. მოემზადეთ გარემოცვაში ცვლილებებისთვის. შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში ისეთი მიმართულება გამოიკვეთოს, რომელზედაც აქამდე არც კი გიფიქრიათ. ჰაერში მნიშვნელოვანი ცვლილებების ენერგია ტრიალებს. თუ შინაგან ხმას მოუსმენთ, სწორ გზას აირჩევთ. იფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე.

🔹 გაბედული გადაწყვეტილებები

🔹 სულიერი განვითარება

▪️ ცდუნებების მომატება

▪️ ემოციური მერყეობა

საქმიანობა: იფიქრეთ ერთი, ან თუნდაც ორი ნაბიჯით წინ.

ეს პროდუქტიული, მაგრამ გარკვეულწილად ქაოსური კვირა იქნება, რომელიც გუნდის ერთიანობას გამოცდის. შედეგებიდან გამოჩნდება, ვინ ღირს დაწინაურებისთვის და ვისთან თანამშრომლობის დასრულება. იგივე ეხება პარტნიორებსაც. აირჩიეთ მხოლოდ სანდო ადამიანები.

🔹 ახალი კონტრაქტები

▪️ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების გამო დაშვებული შეცდომები

სიყვარული: გულწრფელობა და გახსნილობა გაცილებით მეტს მოგიტანთ, ვიდრე ეჭვიანობა, გამოცდები და საკუთარ თავზე გადაჭარბებული კონცენტრაცია.

ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისი და ნუ ეცდებით ყველაფრის მხოლოდ საკუთარ სასარგებლოდ გადაწყვეტას. ახალი ნაცნობობა შესაძლოა სერიოზულ ურთიერთობად გადაიქცეს, თუმცა ემოციების გავლენით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

საუკეთესო დღეები გაცნობისთვის: ორშაბათი, პარასკევი და შაბათი.

3 აგვისტო — ორშაბათი. ენერგიული და პერსპექტიული დღეა. ირგვლივ ბევრი ამბიციური ადამიანი იქნება, თუმცა ხმამაღალ განცხადებებს ნუ ენდობით.

წარმატებას ისინი მიაღწევენ, ვინც პასუხისმგებლობის აღებას არ შეუშინდება და წინსვლას გაბედავს. გააფართოვეთ სასარგებლო ნაცნობობა და მაქსიმალურად გამოიყენეთ მიმდინარე მოვლენები.

4 აგვისტო — სამშაბათი. ცვალებადი და ზოგჯერ საკმაოდ ფეთქებადი დღე. არასტაბილურ მოვლენებთან ერთად საინტერესო შესაძლებლობებიც გამოჩნდება. თუმცა შეთანხმებებისა და დაპირებების მიმართ ზედმეტი იმედი ნუ გექნებათ, ისინი შესაძლოა არ შესრულდეს.

5 აგვისტო — ოთხშაბათი. საშუალებას მოგცემთ, ჩვეულებრივი მოვლენები სრულიად ახალი კუთხით დაინახოთ. გადაწყვეტილებების მიღებისას საკუთარ ღირებულებებს დაეყრდენით და არა ბრბოს აზრს. ფული დაზოგეთ და საეჭვო გარიგებებს მოერიდეთ. სამაგიეროდ, ახალი ნაცნობობა წარმატებული შეიძლება აღმოჩნდეს.

6 აგვისტო — ხუთშაბათი. დილით ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი საქმე მოასწროთ. ყურადღება მიაქციეთ როგორც მთავარს, ისე წვრილმანებს. ოჯახური საქმეები ან უძრავი ქონების საკითხები თქვენს ჩართულობას მოითხოვს, ნუ უგულებელყოფთ მათ. ეძებეთ კომპრომისი და სხვისი შეცდომების მიმართ შემწყნარებელი იყავით.

7 აგვისტო — პარასკევი. დღე სავსეა შესაძლებლობებითა და საინტერესო იდეებით. ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, შემოქმედებითი საქმიანობისთვის და არსებული ურთიერთობების გასაძლიერებლად. გამოიყენეთ ყველაფერი, რასაც ბედი გთავაზობთ და ნუ მოგერიდებათ მოქმედება.

8 აგვისტო — შაბათი. აგრძელებს პარასკევის დადებით ტენდენციებს და კიდევ უფრო აძლიერებს მათ. გამოიყენეთ დრო გონივრულად და უარი თქვით უმნიშვნელო საქმეებზე. ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენი შინაგანი მდგომარეობაა. მეტი დრო დაუთმეთ ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს. სამსახურში კი კარგი პერსპექტივები შეიძლება გამოჩნდეს.

9 აგვისტო — კვირა. დილა შესაძლოა სავსე იყოს ფუსფუსითა და მღელვარებით, მაგრამ თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, ყველა სირთულეს დაძლევთ. იღბალი მათ მხარეს იქნება, ვინც ნათლად აზროვნებს და მიზნისკენ თავდაჯერებით მიდის. საღამოს ენერგია დამშვიდდება და ჩანაფიქრების განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ!“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო შეხვედრები - როგორი იქნება 3-9 აგვისტოს კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

⭕ „ზედმეტი თუ მუდმივი სერიოზულობა არ არის განსაკუთრებით კარგი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ - რას წერს ლევან შელეგია

⭕ „თუ ენერგია არასწორი მიმართულებით იქნება გამოყენებული, ის შეიძლება დამანგრეველი გახდეს...“ - 3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი