
როგორ აღიქვამენ სიყვარულს სხვადასხვა პროფესიისა და ინტერესების მქონე ქართველი კაცები - თემაზე სიუჟეტი გადაცემაში „შუადღე“ მოამზადეს:
მუსიკოსი ჯემალ სეფიაშვილი: სიყვარული არის მთავარი ენერგომატარებელი, რომელიც ყველა ადამიანში უნდა იყოს. ზოგში ნაკლებად არის ზოგში უფრო მეტად. ბევრს არ შეუძლია გამოხატვა და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემი სიმღერების უმრავლესობა არის სიყვარულზე.
მსახიობი, იმედა კახიანი: ღმერთმა დაიფაროს, რომ ვინმემ უსიყვარულოდ იცხოვროს ამ ქვეყანაზე. სიყვარული არ ბერდება, ტყუილია ეს. ახალგაზრდა ხარ გიყვარს ახალგაზრდულად და ასაკი როცა გემატება, სიყვარული უფრო სერიოზული და მძიმე ხდება.
ლიტერატურათმცოდნე და მწერალი, ზაზა აბზიანიძე: მე არ მეგულება მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც შეუძლია გულდაჯერებით და სერიოზულად აუხსნას ვინმეს რა არის სიყვარული. ნამდვილად ვერ გეტყვით, რადგან ეს ისეთი მოუხელტებელი და ირაციონალური განცდაა, რამდენი სიყვარულიცაა იმდენი განცდაა. ეს არის ადამიანისათვის მოცემული ყველაზე დიდი ნიჭი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕Amazon-ზე „ქალწულობის აღმდგენი“ ჩხირები გამოჩნდა - მარკეტინგული ხრიკი თუ სინამდვილე?