
რატომ ვცოცხლობთ დიდხანს, როცა დიდი სამეგობრო წრე გვყავს და რა ხდება ასეთ დროს ჩვენს ორგანიზმში? - აღნიშნულ თმაზე ექიმმა პათოლოგანატომმა, დეა ყოლბაიამ გადაცემაში „შუადღე“ ისაუბრა:
„ადამიანი სოციალური ცხოველია, რაც არ უნდა ვაპროტესტოთ ჩვენ მაინც სოციალური ცხოველები ვართ. ამ სოციალურ ცხოველში უამრავი ფსიქოტიპია. მაგალითად შიზოიდური ტიპი, რაც შეურაცხადობას არ ნიშნავს, ის უბრალოდ გამომწყვდეულია სხეულში. მისი პროექცია არის დამოკიდებული შინაგან ასტრალურ სამყაროზე ორიენტირებული, შესაბამისად შიზოიდები ქმნიან ცივილიზაციასა და კულტურას. მაგალითად დოსტოევსკი, პიკასო და ა.შ. ყველა ტიპები, რომლებიც კომბინაციები ვართ ვქმნით სამყაროს. მე ბედნიერი ვარ და შენ მინდა იყო ჩემს გვერდით, არა იმიტომ რომ გამაბედნიერო, არამედ ჩემი ბედნიერება გაგიზიარო. მე შენ არ მჭირდები, როგორც საზრდო ბედნიერების. ნარცისული ტიპები სხეულში ნეტარებენ და ზეიმობენ, მისთვის ყველაფერი ეროტიკულია. შიზოიდი კი ეროტიკაშიც ინტელექტუალურად იტვირთება და ვერ ზეიმობს. ამ სიმრავლეში ის ვინც გარეთაა ორიენტირებული ან პირიქით, ამათი კომბინაცია ერთმანეთს ავსებს“, - ჰყვება დეა ყოლბაია.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „არ ბერდება, ტყუილია ეს...“ - როგორ აღიქვამენ სიყვარულს ცნობილი კაცები?
⭕Amazon-ზე „ქალწულობის აღმდგენი“ ჩხირები გამოჩნდა - მარკეტინგული ხრიკი თუ სინამდვილე?