Digest Logo

„ეს არის ურთულესი გზა, მძიმე და ეკლიანი, ნუ შეგეშინდება იყო საკუთარი თავი“ - რას წერს პიროვნული ზრდის მენტორი

1765118109
თამარ კვარაცხელია

პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც შინაგანი სამყაროსკენ გასავლელ რთულ გზაზე საუბრობს.

მისი თქმით, ამ გზაზე სიარულის დროს, დაკარგავ მათ ვინც თავს აიძულებდა მოსწონებოდი და სხვადასხვა მიზეზებით, ჩამოცვივდება ნიღაბი ყველას:

„როდესაც საკუთარი შინაგანი სამყაროსკენ იწყებ შეტრიალებას, შენ დაკარგავ ბევრს, ძალიან ბევრს. დაკარგავ ყველას ვინც შენს გვერდით თავს მოხერხებულად გრძნობდა, ვინც გიყენებდა, ვისაც ეიმედებოდი, ვისაც აწყობდა შენი უნებისყოფობა და არა თავისუფლება, ვინც გმართავდა მარტივად, გადაგაფიქრებინებდა იოლად.

დაკარგავ მათ ვინც თავს აიძულებდა მოსწონებოდი, სხვადასხვა მიზეზებით, ჩამოცვივდება ნიღაბი ყველას გაშიშვლდებიან ემოციები უმართავი და გაუხედნავი.

შენ გელოდება ბევრზე ბევრი მწარე აღმოჩენა. ხუხულასავით დაგეშლება რისგანაც თვლიდი, რომ შედგებოდა შენი ცხოვრება, სადაც შენ არაფერს წყვიტავდი, არაფერზე აგებდი პასუხს, არაფერს ირჩევდი.

შენ მომენტალურად ზურგს გაქცევენ, შეგიძულებენ და შენს მიმართ ინტერესს დაკარგავენ ისინი, ვინც ძველებურად ვერ მოახერხებს და შესწევს უნარი წამოგაგოს დანაშაულის გრძნობაზე... ყველა, ერთიანად შეგახსენებს ფასულს, გადაუდებელ ველდებულებებს და მოგთხოვენ ჩვეულ რეაქციას მათ მანიპულაციაზე.

სწორედ, ისინი, აქეთ დაგადანაშაულებენ იმაში - კი მაგრამ მათი მართვის ღილაკი თქვენზე ადრინდელივით რატომ არ მუშაობს?! შენ ეს იცი, იცი რომ მართალი არიან, იცი რომ მასაც და მათაც ენგრევათ თავისი... ამიტომ თანაუგრძნობ, მაგრამ ღილაკს არ შეაკეთებ.

შენ კი ერთხელ და სამუდამოდ თავს ანებებ სიყვარულის ყიდვას... და გაყიდვასაც. შეეშვები სიყვარულის დამსახურებას, შეეშვები სხვისგან ნების აღებას.

დაკარგავ შენს რეიტინგზე ზრუნვის სურვილს, სხვის აზრებზე დამოკიდებულებას, რა დროსაც შესაძლებლობას მისცემ სხვას, დღე და ღამე მონიტორინგი ატარონ შენი რეაქციის, შენი აზრების, ემოციების და ცხოვრების.
თანაუგრძნობ...

ეგ კიდევ არაფერი. ყველაზე რთული მომენტი იცით მაინც რა არის? - შენ გაიჩენ საკუთარ თავში მტრებს, რომლებიც ერთიანად თავში აურზაურში გიკიჟინებენ : „აი, ხომ ყველაფერი კარგად იყო? რაში გჭირდება ეს არ დაყოლა, ეს რევოლუცია. მოდი რა იყავი ისეთი როგორც აწყობთ, როგორიც უნდათ გიხილონ, როგორსაც შეეჩვივნენ ან მოსწონხართ.. რადგან ასე წამიერად, მათი თვინი მიგაკერებს იარლიყს "ჩემიანია" და მერე გაღიარებენ, მიგიღებენ, დაგაფასებენ, გეტყვიან „ყოჩაღ“ „მადლობა“.. წამიერად, მაგრამ ტაშს დაგიკრავენ.“

თუმცა ეს შინაგანი მტერი თავისი შიშებიანად, იმ მომენტში გაქრება, როგორც კი თავლებში თამამად ჩახედავ და გაბედულად, ინტერესით და სიყვარულით გაივლი მათში, და ამ წუთიდან, დაადგები გზას შინიკენ.

და აღმოაჩენ, საკუთარი თავისკენ გზა, არ ყოფილა რევოლუცია, რადგან შენ არ იბრძვი, არამედ, უბრალოდ ბრუნდები შენი სულის მიტოვებულ, დაცარიელებულ, შენი ნებით გაქურდულ, გაპარტახებულ უკაცრიელ, გაყინულ სახლში, საიდანაც მოგიწევს ტონა "დამპალი ნაგავი“ გაიტანო, შეაკეთო, გაამყარო და მერე სითბოთი და სიყვარულით სინათლე აანთო, შექმნა ის რაც ნამდვილად გჭირდება... მერე, ამ სიმშვიდეში გესტუმრებიან ისინი ვინც ნამდვილია...

მოვლენ სინათლისთვის, ყოვლისმომცველი, უპირობო სიყვარულისთვის...

და ეს არის ურთულესი გზა, მძიმე და ეკლიანი.

თუმცა ყველაზე დალოცვილი სამუშაო და ღვაწლია, ამ ვისთვის დალოცვილ მიწაზე და ქვეყნიერებაზე.

ნუ შეგეშინდება იყო საკუთარი თავი, შეგეშინდეს იყო ყოველთვის, ყველგან, ყველასთვის და არ იყო საკუთარი თავი...“, - წერს თამარ კვარაცხელია.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სიმწიფე, ნაყოფიერება, შედეგით ტკბობა, განხორციელება და სიამოვნების მიღება“ - რას ამბობს ასტროლოგი დღის სიმბოლოზე

„მომენატრა ის დრო, როცა ადამიანები ერთმანეთზე მეტად ზრუნავდნენ, უყვარდათ, უფრთხილდებოდნენ“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

„მერაბ დვალიშვილი ურეკავს დედას და დედა ეუბნება: „მაგის მეტი სანერვიულო არ მოგცეს ღმერთმა ახლა შენ“ - რას წერს გიორგი კეკელიძე