
ფსიქოლოგი, ნუმეროლოგი და ბედის მატრიცის სპეციალისტი თათია გარანიძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც „დაბნელებების დერეფანზე“ საუბრობს.
როგორც იცით, დღეს, 7 სექტემბერს ზოდიაქოს თევზების ნიშანში მთვარის დაბნელება მოხდება, რომელიც დაემთხვევა სისხლიან სავსემთვარეობას. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ეს ასტროლოგიური მოვლენა გააძლიერებს ინტუიციას, გამოაღვიძებს ფარულ შიშებს და უბიძგებს ადამიანებს დაგროვილი გამოცდილების გადაფასებისკენ. ქვეცნობიერი პროცესები აიძულებს დაუსრულებელი საქმეების დასრულებასა და წარსულისგან გათავისუფლებას. გარდა ამისა, გაიხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 21 სექტემბერს დასრულდება:
„დაბნელების დერეფანი არის ტრანსფორმაციის, მე-16, მე-13, 26-ე ენერგიების უწყვეტი ძალა, თუ ხართ ამ რიცხვებში დაბადებული მინდა გითხრათ, გაგიმართლათ.
დაბნელების დერეფანში ჩემს შემთხვევაში, ისეთი რაღაცები ხდება ხოლმე, როგორიცაა შექმნა სხვადასხვა ორგანიზაციების, კონტაქტი, წმენდის, რესტავრაცია. ამიტომ ცუდი არაფერია, არავინ შეგაშინოთ.
დაბნელების დერეფანი არის საწყისი, მაგრამ ჯერ უნდა გათავისუფლდეთ ძველისგან“, - ამბობს თათია გარანიძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ყველა არჩევანს უცილობლად შესატყვისი შედეგი მოსდევს, თუ გათენება გსურს, მზე არ უარყო“ - გია მურღულია