
მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი და პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში ხშირად უზიარებენ გამომწერებს კადრებს ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ჯანეტის და ნოეს ქალიშვილი, პატარა ლილი ერთი წლის გახდა. საიუბილეო თარიღი კი დედასთან ერთად სამთავროს დედათა მონასტერში აღნიშნა.
როგორც ჯანეტი წერს, მან ორსულობის 9 თვე ძალიან რთულად და სტრესულად გაიარა:
„ძალიან რთული და სტრესული 9 თვე გავიარეთ მე და შენ, ლილი.
მხოლოდ ღრმა რწმენით და ლოცვებით ყველაფერი დასრულდა იმაზე უკეთ, ვიდრე ვნატრულობდი! მადლობა უფალს!
უკეთეს ადგილას სად წავიდოდით შენი პირველი დაბადების დღის აღსანიშნავად, ლილი“, - წერს ჯანეტ ქერდიყოშვილი.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/1436340080986058
ცნობისთვის, ჯანეტი და ნოე 2019 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ მათი ურთიერთობა საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. ცხადია, ისინი ცდილობენ საკუთარი სივრცის დაცვას და თან, საჯარო ცხოვრების შერწყმასაც.
წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანნა და ლილი.
წყვილს უმცროსი ქალიშვილი 7 სექტემბერს შეეძინათ, გამომწერებს კი პატარა ლილი სულ, რაღაც რამდენიმე თვის წინ გააცნეს.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიკა კვარაცხელიას ოჯახური იდილია - „სიყვარულითა და სითბოთი სავსე ულამაზესი ოჯახი“