Digest Logo

„ცვლილებები მათთვის იქნება დადებითი ხასიათის, ვინც...“ - ხათუნა ნოელი ურანის კუროს ნიშანში მოძრაობაზე

1762688624
ხათუნა ნოელი

ურანი პლანეტაა, რომელიც ასოცირდება მოულოდნელობებთან, რევოლუციურ შეცვლებთან, აღმავლობასთან, ინდივიდუალობასთან. 

კურო ზოდიაქოს ნიშანია მიწის სტიქიაში, ეს ხშირად უკავშირდება სტაბილურობას, მატერიალურ საფუძვლებს, უსაფრთხოებას, ღირებულებებს.

პლანეტა ურანი დღეიდან, 9 ნოემბრიდან კუროს ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს, აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში პოსტს ასტროლოგი ხათუნა ნოელი აქვეყნებს:

„ცვლილებების და ქარტეხილების პლანეტა ურანი დღეიდან ისევ კუროში იმოძრავებს გაისად მაისამდე. ასე შემოგითვალათ, დასასრულებელი დამრჩა მანდ საქმეებიო. ვისთან რის მიყვანას აპირებს ბოლომდე, ეგ თქვენს რუკაზეა დამოკიდებული.

ფაქტია, რომ ბოლო გრადუსებზე დაბადებულ კუროებს, მორიელებს, ლომებს და მერწყულებს თავს არცთუ სახარბიელოდ შეახსენებს.

სამაგიეროდ ცვლილებები მათთვის იქნება დადებითი ხასიათის, ვინც ქალწულის, თხის რქის, თევზების და კირჩხიბის ზოდიაქოების ბოლოსკენ არიან დაბადებული.

უფრო კონკრეტულად რუკაში უნდა ინახოს“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სრულიად სხვაგვარ ბუნებას ატარებს ჰოროსკოპის სუსტი ადგილები... სწორედ ეს სუსტია მტკივნეული“ - რას წერს რამაზ გიგაური

🎥 რომელ ზოდიაქოს ნიშნებს ელით გამოცდა ნოემბერში? - თაკო მელიქიშვილის ასტროპროგნოზი

⭕ამერიკელმა ცოლ-ქმარმა ქორწინებაში მყოფი ყველაზე ხანდაზმული წყვილის ტიტული მიიღო