ცვლილებების ეპოქა: ურანი ტყუპებში - აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი ავრცელებს, რომელიც ბოლო დროს ასტროლოგიით დაინტერესდა:
„26 აპრილს ურანი კუროდან ტყუპების ნიშანში გადავიდა. მომდევნო 7 წლის განმავლობაში ბევრი ადამიანის მდგომარეობა შეიძლება აღწერილი იყოს ერთი ფრაზით:
„ვინ ვარ? სად ვარ? და რა არის ჩემი გზა?“
ურანი მოულოდნელი ცვლილებების, თავისუფლებისა და რევოლუციური პროცესების პლანეტაა. და აი, რა ტენდენციები შეიძლება გააქტიურდეს:
1. ღირებულებების ტრანსფორმაცია
ადამიანები უფრო ცივი და რაციონალურები ხდებიან. ძველი სტერეოტიპები ინგრევა, ურთიერთობების ფორმატი იცვლება.
2. ფულის მიმართ ახალი დამოკიდებულება
მატერიალურ სტაბილურობაზე შეხედულება იცვლება. ჩნდება ახალი გზები შემოსავლისთვის, განსაკუთრებით ონლაინ და არასტანდარტულ სფეროებში.
3. თავისუფლების მოთხოვნა
მეტად ძლიერდება დამოუკიდებლობის სურვილი. ბევრი ადამიანი გადახედავს ურთიერთობებს და ცხოვრების სტილს.
4. ცხოვრების ახალი ფორმატები
იცვლება ოჯახისა და პარტნიორობის მოდელები. ადამიანები ეძებენ მათთვის კომფორტულ და თავისუფალ ფორმებს, სტანდარტების გარეთ.
ყველაზე ძლიერად ეს ტრანზიტი შეიძლება შეეხოს ამ ნიშნებს: მშვილდოსანი / ქალწული / ტყუპები / თევზები“, - წერს თაკო მელიქიშვილი.
⭕ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ლადო გუდიაშვილის შვილი გარდაიცვალა
🎥 როგორ დავირეგულიროთ წნევა წამლის გარეშე: ნინო ვაშაკიძს რჩევები
⭕ხვიჩა კვარაცხელიას „პსჟ“ დღეს, 28 აპრილს „ბაიერნს“ დაუპირისპირდება