23 სექტემბერს უძლიერესი დღეა, შემოდგომის ბუნიობაა, რა დროსაც დღე-ღამე თანაბარია და საუკეთესო სურვილების ჩაფიქრება და მატერიალიზაციაა შესაძლებელი. ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
„ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ 23 სექტემბერს უძლიერესი დღეა, შემოდგომის ბუნიობაა!!!
დღე-ღამე თანაბარია და საუკეთესო სურვილების ჩაფიქრება და მატერიალიზაციაა შესაძლებელი! ამაზე დეტალურ პოსტს დავდებ ძალიან მალე. მანამდე კი მოასწარით გენერალური დასუფთავება თქვენი აზრებისა და ფიქრებისა,
ასევე ბინის, ოფისის….
ყველა ზედმეტი „ხლამის” გატანა მოასწარით, რათა გამოათავისუფლოთ და დაახვედროთ ადგილი, რათა საუკეთესო ენერგიები შემოედინოს თქვენს ცხოვრებაში და ადგილსამყოფელში, მაგრამ თუ არ გამოათავისუფლებთ ამ ადგილს ისინი ვერ შემოედინება და თქვენი ცხოვრება ისევ ძველ წრეზე გაგრძელდება….
ყველას ბედნიერება გქონოდეთ“, - აცხადებს მიხაილ ცაგარელი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „გადიან ბავშვები გარეთ, შემოდიან გულისრევის შეგრძნებით“ - რა ხდება ლილოს დასახლებაში
ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებიც 2023 წლის სექტემბერში შედარებით ფრთხილად უნდა იყვნენ