Digest Logo

„თუ დაბადების დრო მხოლოდ მიახლოებით იცით, გამოცდილ ასტროლოგს შეუძლია დაგეხმაროთ...“ - რას წერს ხათუნა ნოელი ასცენდენტზე

1758087257
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პირად ასტროლოგიურ რუკაში, ასცენდენტის, ანუ დაბადების დროის მნიშვნელობას განმარტავს:

„რატომ გვეკითხება ასტროლოგი დაბადების ზუსტ დროს, ანუ რა არის ასცენდენტი.

ასცენდენტი გვიჩვენებს დროის ზუსტ მომენტს, საიდანაც დაიწყო ადამიანის ცხოვრება.
ეს არის ზოდიაქოს ნიშნის კონკრეტული გრადუსი, რომელიც ადამიანის დაბადების მომენტში ჰორიზონტის აღმოსავლეთ ნაწილზე ამოდის. ამის გამო მას ასევე უწოდებენ ხოლმე აღმავალი ნიშანს.

რუკის შედგენისა და ინტერპრეტაციისას აღმავალი ნიშანი აღინიშნება ასოების კომბინაციით Asc ან AS . ითვლება, რომ თუ ასცენდენტის წერტილი ზოდიაქოს ნიშნის დასაწყისთან უფრო ახლოს დგას, მაშინ მისი გავლენა ჩვენზე განსაკუთრებით მკაფიოდ იქნება გამოხატული. ხანდახან მზეზე მეტადაც კი.

ასცენდენტი მეტწილად განსაზღვრავს ჩვენს ვიზუალს, კომპლექციას, ჩაცმულობის სტილს, პირველ/უნებლიე რეაქციებს გარშემო ამბებზე. ამიტომ უცხო ადამიანები თავდაპირველად ჩვენი ასცენდენტის მიხედვით უფრო აღგვიქვამენ, ვიდრე მზის ნიშნის მიხედვით.

მზის ნიშანი, ანუ ზოდიაქოს ნიშანი, განისაზღვრება მზის პოზიციით დაბადების დროს და იცვლება დაახლოებით ყოველ 30 დღეში. ასცენდენტი კი ყოველ 2 საათში იცვლება, რაც განსაზღვრავს მის ინდივიდუალობას ერთსა და იმავე დღეს დაბადებული ადამიანებისთვისაც. უშუალოდ ასცენდენტის გრადუსი, რომელიც კიდევ უფრო მეტ და დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის ადამიანის შესახებ, გაცილებით სწრაფად - დაახლოებით 3-4 წუთში იცვლება.

თუ დაბადების დრო მხოლოდ მიახლოებით იცით, გამოცდილ ასტროლოგს შეუძლია დაგეხმაროთ თქვენი აღმავალი ზოდიაქოს ნიშნის ანუ ასცენდენტის დადგენაში, ნატალური რუკის გასწორების ასტროლოგიური მეთოდების გამოყენებით. მთავარია ის მაინც იცოდეთ, დილით დაიბადეთ, შუადღეს თუ ღამით, რათა შევამციროთ თქვენი აღმავალი ზოდიაქოს ნიშნის ვარიანტები.

ასცენდენტის სწორად განსაზღვრა ნიშნავს. რომ მასთან ერთად დანარჩენი რუკაც სწორად ლაგდება. ეს კი დაგეხმარებათ არამხოლოდ თქვენი ხასიათის უფრო დეტალურად ინტერპრეტაციაში, არამედ სამყაროში თქვენი ადგილის დადგენასა და ცხოვრებაში თქვენი მიზნების განსაზღვრაში“, - წერს ხათუნა ნოელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „სექტემბრის იმ დილასთან მივალ, როცა მამაჩემი ჩანთაში წიგნებს ჩამიწყობს და...“ - რას წერს გიორგი კეკელიძე?

⭕სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 სექტემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა, ზღვაზე შტორმი, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება

⭕„ქართული ეშხი“ - მარიამ შენგელიას ახალმა კადრებმა გამომწერები მონუსხა