Digest Logo

„თუ გაწეულ შრომაზე, მომსახურებაზე ან დახმარებაზე ანაზღაურება არ გადაიხადეთ, ამ ენერგიას სამყარო ამა თუ იმ ხერხით თქვენგან მაინც წაიღებს“ - „გონების კოდი“

1759149173
სამყარო, ადამიანი

წიგნის „გონების კოდი“, მედიტაციის საიდუმლო გზა-წარმატებამდე, ავტორი ზეზვა ჯაიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ უმადური ადამიანი არღვევს ენერგიის ბალანსს, ეს ბალანსი კი პირველივე შესაძლო შემთხვევისთანავე აღდგება. 

ზეზვა ჯაიანი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ვალში არავისთან დარჩნენ, როგორც მინიმუმ იყავით მადლიერი და დააბალანსეთ გაწეული დახმარება პირნათლად და იცხოვრეთ ჰარმონიაში:

„სამყაროს უძველესი კანონია: თუ გაწეულ შრომაზე, მომსახურებაზე ან დახმარებაზე ანაზღაურება არ გადაიხადეთ, ამ ენერგიას სამყარო ამა თუ იმ ხერხით თქვენგან მაინც წაიღებს.

უმადური ადამიანი არღვევს ენერგიის ბალანსს, ამიტომ ეს ბალანსი პირველივე შესაძლო შემთხვევისთანავე აღდგება. როდესაც ადამიანი გეხმარებათ ან გემსახურებათ და ამის სანაცვლოდ ის იღებს ფულს ან რაიმე სხვა მატერიალურ ღირებულებას, ასეთ დროს კოსმოსური ენერგობალანსი შენარჩუნებულია. ხოლო თუ საქმის ან დახმარების სანაცვლოდ მან არაფერი მიიღო, ამ შემთხვევაში ეს უთანასწორობა პირველი ხელსაყრელი შემთხვევის დადგომისთანავე დაბალანსდება. მოვლენები ისე დალაგდება, რომ მას უცნაურად გაუმართლებს, აჩუქებენ საჭირო წიგნს, გაიცნობს საჭირო ადამიანს, რომელიც მომავალში დაეხმარება და ა.შ.

ამავდროულად, თქვენგანაც ყოველ მიზეზგარეშე გავა ენერგია რაიმე ფორმით, მოულოდნელად დაგაჯარიმებენ, ფულს დაკარგავთ ან გექნებათ გაუთვალისწინებელი ხარჯი და ა.შ.

თქვენ შეიძლება, ადამიანები მოატყუოთ, მაგრამ სამყაროს ვერ მოატყუებთ, ეს კანონია!

ამიტომ ნუ დარჩებით ვალში ნურავისთან, როგორც მინიმუმ იყავით მადლიერი და დააბალანსეთ გაწეული დახმარება პირნათლად და იცხოვრეთ ჰარმონიაში.

სწორედ ასეთ საიდუმლოებებს ხსნის „გონების კოდი“ - წიგნი, რომელიც გასწავლის, როგორ მუშაობს სამყაროს ენერგია, როგორ ინარჩუნებს ბალანსს და როგორ შეგიძლია შენც იცხოვრო ჰარმონიაში ამ კანონებთან.

ეს არის პრაქტიკული მეგზური, რომელიც დაგეხმარება უკეთესად გაიგო შენი გონება, ქვეცნობიერი და ის უხილავი ძალები, რომლებიც ყოველდღე ქმნიან შენს რეალობას“, - წერია გავრცელებულ პოსტში.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბედნიერი და წარმატებული სამუშაო კვირის დასაწყისი გვისურვებია“ - გიორგი შოშიტაშვილი სოცქსელში შვილთან ერთად გამოჩნდა

ამერიკაში კიდევ ერთი ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა - „უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი ამ კეთილ გოგოს“

🎥 როდის შევიჭრათ თმა ოქტომბერში, რომ ფინანსური კეთილდღეობა გვეწვიოს