მორიელის ზონაში იწყება „დამწვარი გზა“, რაც გათავისუფლების წერტილია. ზემოთ აღნიშნული მოვლენა 23 ნოემბერსაა. რა ელოდებათ ზოდიაქოს ნიშნებს 16-იდან 28 ნოემბრის ჩათვლით - აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა ქეთი ვაწაძემ ისაუბრა.
„2-კვირიანი მონაკვეთი, რომელიც 16 ნოემბრიდან იწყება და 29 ნოემბრამდე გასტანს, ითვლება კარმულად. მორიელის ზონა, ისედაც კარმულია. დააკვირდით 16-იდან რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში.
თუ ნეგატიური ასპექტები წინ წამოიწევს, ეს იქნება კარმული მითითება, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და ცხოვრებისეულ გზას არასწორად გადიხართ.
23-ში კი გათავისუფლების მომენტია, 28-მდე დადებითი მოვლენები მოხდება, ანუ სამყარო დაინახავს სიკეთეებს და შედეგს გაძლევთ“, - ამბობს ქეთი ვაწაძე.
ასევე დაგაინტერესებთ: