Digest Logo

🎥 განათლება და მისი როლი ადამიანის ცხოვრებაში - გია მურღულია 3 უნარს ასახელებს, რაც ცოდნის სწორად გამოყენებაში დაგვეხმარება

1731303993
გია მურღულია

ირგვლივ ბევრ ადამიანს ვიცნობთ, რომლებიც ძალიან განათლებულები არიან, მაგრამ ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწიეს. ამ დროს ბუნებრივია იბადება კითხვა, აბა რა არის წარმატებისთვის საჭირო? 

სწორედ აღნიშნულ თემაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტი ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და 3 უნარი დაასახელა,  რაც ცოდნის სწორად გამოყენებაში დაგვეხმარება.

„განათლება საკმარისი და სულ ცოტა კიდევ 2 რაღაც უნდა ვქნათ.

ერთია ჩემი ცოდნა, მაგრამ მე თუ არ ვიცი როგორ გამოვიყენო ეს ცოდნა წარმატების მისაღწევად, მაშინ ეს ფუჭი და ამაოებაა. 

2 მთავარიდან პირველია სოციალური უნარების ქონა, მაგალითად ნებისყოფა და შეუპოვრობა, ანუ მიზანსწრაფვა.

თუ ნებისყოფა არ გაქვთ, გარანტირებულად წარუმატებელი იქნებით ცხოვრებაში. ეს ძალას და შესაძლებლობას გაძლევთ თქვენი განათლება გონივრულად გამოიყენოთ. 

თუ არ გაქვს უნარი იბრძოლო წარმატებისთვის, მაშინ მიზნები მიუღწეველი დარჩება“, - ამბობს გია მურღულია.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეცადეთ, განსაკუთრებით გულახდილები იყოთ... დღის დიდი ნაწილი დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ეს ნამდვილად გჭირდებათ“ - 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

🎥 თუ გაინტერესებს ფარმაკოლოგია, მაშინ ეს სწორედ შენთვისაა - „კუჭის დამცავი საშუალება კუნთების სპაზმს იწვევს“

⭕„მოსაწევი არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებაზე?