მსახიობი, ხელოვანი დამანა მდივნიშვილი 95 წლის გახდა. იუბილე მან ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარემოცვაში გაატარა.
გარდა ამისა „დილა მშვიდობისა საქართველო“ დამანა მდივნიშვილის საიუბილეო წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც 95 წლის მსახიობმა ისაუბრა.
„უფლის მადლობელი ვარ, რომ ამდენ ხანს ვცხოვრობ. ეს ალბათ იშვიათი შემთხვევაა, რომ ადამიანმა ამ ასაკს მიაღწიოს.
ადამიანების ძალიან დიდი მოყვარული გახლავართ, ვაფასებ მათ ნიჭს უფრო მეტად და ასეთი ადამიანები მაინც გამონაკლისები არიან, ვინც ისტორიას ინახავს“, - ამბობს დამანა მდივნიშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ: