Digest Logo

🎥 „ეცადეთ, განსაკუთრებით გულახდილები იყოთ... დღის დიდი ნაწილი დაუთმეთ ოჯახის წევრებს, ეს ნამდვილად გჭირდებათ“ - 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

11/11/2024 • 5:29
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი 11 ნოემბრის მმართველი პლანეტა მთვარეა, რაც საკმაოდ დადებითი, პოზიტიური იქნება. კარგია თუ წინაპრებს გაიხსენებთ, მოინახულებთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. ითხოვეთ მათი დახმარება, თუ რომელიმე მიმართულებით ეს გჭირდებათ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება👇 

ვერძი - დაძაბული დღე იქნება, მარტივია თქვენი პროვოცირება, რაც თქვენი მხრიდან აგრესიას გამოიწვევს. გაგახსენდებათ ძველი წყენები, რაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ. ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ სიმშვიდე.

კურო - დაუფიქრებელი ქმედება გახასიათებთ დღეს, სიახლის სურვილი გაკარგვინებთ იმის შეგრძნებას, რომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი ყურადღება.

ტყუპები - ქაოსური დღეა თქვენთვის, ვერც ერთი საქმე ბოლომდე ვერ მიგყავთ, თუმცა შემოქმედებითი კუთხით ეს დღე შეგიძლიათ პროდუქტიულად გამოიყენოთ. 

კირჩხიბი - საკმაოდ დადებითი დღე გაქვთ, მარტივი იქნება წარმატების მიღწევა, შედეგი  მოლოდინებზე მეტი აღმოჩნდება. გარდა ამისა, თუ დიდი ხნის განმავლობაში ვინმე მოგწონდათ, შეგიძლიათ ინიციატივა გამოიჩინოთ.

ლომი - არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შესაძლოა სწორად ვერ გაერკვეთ სიტუაციებში. უმჯობესია დაუბრუნდეთ ძველ საქმეებს. 

ქალწული  - წარმატებას მიაღწევთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ინტუიციას მოუსმენთ! უმჯობესია, დღევანდელი ქმედებები იყოს სპონტანური. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ ოჯახს.

სასწორი - წარმატებული დღეა, იღბალი დღეს თქვენს მხარესაა. შანსი არ გაუშვათ და შესაძლებლობები სწორად გამოიყენეთ. განიტვირთეთ და გარემო შეიცვალეთ. 

მორიელი - საინტერესო დღე გელოდებათ, რომელიც სასიამოვნო სიურპრიზებით გაგახარებთ. საშუალება გეძლევათ გადაჭრათ პრობლემები, რაც დიდი ხანია გაწუხებდათ და გამოსავალს ვერ პოულობდით. 

მშვილდოსანი - დადებითი დღეა, განწყობა და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ სხვებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენაში. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. 

თხის რქა - დღე დადებითია ახალი საწყისებისთვის. შეგიძლიათ წამოიწყოთ რაიმე ახალი საქმე. იყავით თავდაჯერებულები და ყურადღება არ მიაქციოთ კრიტიკას. 

მერწყული - მოგიწევთ დაბრკოლებების გადალახვა, თუმცა ამის შემდეგ წარმატების მიღწევა უფრო გაგიმარტივდებათ. შედეგიც უკეთესი იქნება.

თევზები - ეცადეთ, დღეს განსაკუთრებით გულახდილები იყოთ ახლობლებთან. ეცადეთ, დიდი ნაწილი დღისა დაუთმოთ ოჯახის წევრებს, ეს ნამდვილად გჭირდებათ თქვენც და მათაც.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 თუ გაინტერესებს ფარმაკოლოგია, მაშინ ეს სწორედ შენთვისაა - „კუჭის დამცავი საშუალება კუნთების სპაზმს იწვევს“

⭕„მოსაწევი არის პირველი კატალიზატორი, რომ შემდეგი ნაბიჯი გადგა და ძლიერ ნარკოტიკში გადაცურო...“ - რას ჰყვება გიორგი ყიფშიძე ნარკოდამოკიდებულებაზე?

⭕„მეორე შანსი მომეცა ცხოვრებაში, რომელიც კეთილმა ადამიანმა მაჩუქა და დღეს ბედნიერი ვარ“ - როგორ დაუბრუნდა ცხოვრებას გიორგი ყიფშიძე?