
ასტროლოგი მარიამ შუკაკიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც პლანეტა მერკურის რეტროგრადულობაზე ისაუბრა:
„რეტრო ნიშნავს წარსულს. ჩერდება და ახასიათებს შენელება, მაგის გამო შეგრძნება გვაქვს, რომ უკან მიდის არის მოგზაურობის, დოკუმენტებს, აზროვნების პლანეტა და შემოაქვს ქაოსი. შეიძლება რაღაცები დაგავიწყდეთ. გონებას ბინდავს.
ამ პერიოდში არ გვინდა ახალი წამოწყებები. 17 ივნისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით გვაქვს ეს პერიოდი. დავისვენოთ, დრო გამოვიყენოთ განტვირთვისთვის, ვისაც მოგზაურობა უწევს და ეშინიათ, უნდა გამოიჩინონ დიდი სიფრთხილე და მობილიზება. ზოდიაქოს თორმეტივე ნიშანზე აქვს გავლენა თუმცა ამ პერიოდში ვინც დაიბადა, ისინი შედარებით მარტივად გადიან და გადალახავენ მერკურის რეტროგრადულობის ზემოქმედებას.
ამ პერიოდში შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგი აფირმაციები:
„მე ყველაფერი გამომდის“.
„მე წარმატებას ვიზიდავ“.
„მე ვარ დაცული და ყველაფერი ისე მიდის როგორც მე მინდა“.
უნდა დააპროგრამოთ საკუთარი თავი დადებითით და თუ კი უარყოფითი აზრები გვაწუხებს უნდა თქვათ სიტყვა „ვაუქმებ“ და წავა ეს ფიქრები თქვენგან“, - გვირჩევს მარიამ შუკაკიძე.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: