ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 14 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საუბრობს.
„მთვარე იცვლის ზოდიაქოს ნიშანს და გადადის კუროში, დაახლოებით 11 საათზე. ბევრი პოზიტიური ფოკუსი აქვს ამ დღეს, კონცენტრაციის უნარი უკეთესია, რისკები სიჯიუტესთან ასოცირდება, იმპულსურმა მოქმედებებმა შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები.
დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა არ არის სასურველი.
17:25 წუთის შემდეგ შეგიძლიათ საყიდლებზეც წახვიდეთ, ტანსაცმელი, კოსმეტიკა, აქსესუარი და სხვადასხვა სერიოზული ნივთებიც შეიძინოთ. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ამბის წამოწყებისთვის ჯერჯერობით არასასურველი იქნება.
თუ ვინმეს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, ქვედა ყბას, ყელის არეს არ შეეხოთ. რაც შეეხება სწორ ნაწლავს და სასქესო ორგანოებს, დასაშვებია ქირურგიული ჩარევა“, - ამბობს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არა, ჩემი და არ ვარ... არც ტყუპისცალი მყავს, მე ვარ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს
🎥 „ბედნიერი მამა, შვილის ნათლობაზე...“ - ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის კადრები