ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის ვაჟი, დამიანე გაქრისტიანდა. ნათლობის წვეულებიდან კადრები კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც კადრებიდან ირკვევა, საღამო მუსიკალურად თეატრალურის კვარტეტმა გააფორმა.
დამიანე კვარაცხელია 21 აგვისტოს დაიბადა. წყვილისთვის იგი პირველი შვილია.
ხვიჩა კვარაცხელია კი სამშობლოში იტალიიდან გუშინ, 12 ნოემბერს დაბრუნდა. იგი სანაკრებო შეკრებასაც შეუერთდება და ნოემბრის მატჩებისთვის მზადებას თანაგუნდელებთან ერთად დაიწყებს.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი უკრაინასთან 16 ნოემბერს, 21:00 საათზე ბათუმი არენაზე გაიმართება.
View this post on Instagram
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია დღეს მოსალოდნელი - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
⭕მეტეხის ხიდზე 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მღვდელმსახურები პარაკლისს გადაიხდიან