Digest Logo

„უახლოეს თვეებში შეიძლება, ძველი ისტორიები დაბრუნდეს...“ - რეტრო სატურნი: ქეთევან ჯანდიერის ასტროპროგნოზი

1785505005
ქეთევან ჯანდიერი

სატურნი რეტროგრადულ მოძრაობას იწყებს - ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი კომუნიკაციის, ტექნოლოგიებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმართულებით განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიულად პლანეტა უკან არ მოძრაობს, ოპტიკური ილუზიის გამო შექმნილი ეს ფაზა ტრადიციულად ერთ-ერთ ყველაზე განხილვად მოვლენად რჩება ასტროლოგიაში.

აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი გვიზიარებს:

„რეტროგრადული სატურნი ვერძშია. მოასწარით თუ არა ამოსუნთქვა მერკურის რეტროგრადობის შემდეგ?

ნუ იჩქარებთ. ახლა სცენაზე გამოდის სატურნი. და ამ „მოხუცს“ საქმე ბევრად უფრო მკაცრად მიჰყავს. ის სვამს ერთ სერიოზულ კითხვას: „მართლა სწორ გზაზე მიდიხარ?“

ჩემთვის, ვერძში სატურნი ჰგავს შლაგბაუმს, რომელიც გზაზე მოულოდნელად ეშვება, როცა სრული სისწრაფით მიდიხარ. ეს იძულებითი გაჩერებაა, რათა საკუთარი ცხოვრება და მასში მიმდინარე მოვლენები გადააფასო.

ამიტომ უახლოეს თვეებში შეიძლება დაბრუნდეს ძველი ისტორიები, შეუსრულებელი დაპირებები, დაუმთავრებელი საქმეები და გადაწყვეტილებები, რომელთა შედეგებიც ახლა იწყებს გამოჩენას.

ეს იმიტომ კი არა, რომ სამყარო ბოროტად „გეხუმრება“ (ჟარგონზე „გეღადავება”) უბრალოდ დადგა დრო, ჩააბარო გამოცდა და გადაიხადო ის „ვალები“, რომლებიც ადრე გადაუხდელი დარჩა.

ამ ტრანზიტის დროს მოსალოდნელია:

* დაუმთავრებელი საქმეებისა და ძველი ვალდებულებების დაბრუნება;
* ხასიათისა და სიმტკიცის გამოცდა;
* მორალური და მატერიალური ვალების დაბრუნების აუცილებლობა;
* მიზნებისა და ცხოვრების მიმართულების გადახედვა;
* იმის დატოვება, რაც უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს.

უნდა გაიაზრო რომ, სატურნი არაფერს გართმევს უმიზეზოდ. ის მხოლოდ იმას წაიღებს, რის შენარჩუნებაც ვერ შეძელი. ხშირად ეს მტკივნეული, მაგრამ კანონზომიერი შედეგია.

ამიტომ ნუ გაგიკვირდება, თუ ზოგიერთი კარი მოულოდნელად დაიხურება. შესაძლოა, იმ კარს მიღმა უკვე დიდი ხანია აღარ გელოდებიან. თუმცა ყველა გამოცდაში არის დადებითი მხარეც და მასზე მოგვიანებით დავწერ...

რაც შეეხება რეტროგრადული სატურნის ვერძში არსებობას 2026 წლის 26 ივლისიდან 10 დეკემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც პირდაპირ მოძრაობას განაახლებს“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ 2026 წლის აგვისტოს პირველი ნახევარი: ძირითადი ასტრო-მოვლენები - ხათუნა ნოელის პროგნოზი

⭕ ნესვის სამკურნალო თვისებები - „მასში შემავალი ვიტამინი C და სხვა ანტიოქსიდანტები იცავს სისხლძარღვებს“

⭕ „კარგმა საქმეებმა შეიძლება გული გაგიხეთქოს, თუ შენ მათ სიკეთის დაბრუნების ათვლის წერტილად ბოროტად გამოიყენებ“ - ლევან შელეგია