Digest Logo

„კარგმა საქმეებმა შეიძლება, გული გაგიხეთქოს, თუ შენ მათ სიკეთის დაბრუნების ათვლის წერტილად ბოროტად გამოიყენებ“ - ლევან შელეგია

1785501935
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„მოლოდინი არის ფესვი ყველა გულისტკივილისა“

რთულია, არ დაეთანხმო შექსპირს ამ პუნქტში. მით უმეტეს თუ მოლოდინს მიმაგრებული აქვს გარკვეული ტიპის დანამატი.

მაგალითად, ხშირად მსმენია გულნატკენი ადამიანებისგან, რომ ისინი სულ გვერდით ედგნენ მეგობრებს, ახლა ისინი ავად არიან და იმ მეგობრებს არ დაურეკავთ ყოველდღიურ რეჟიმში.

ან ხასიათამღვრეული რეპლიკა: „მე მის შვილს უფასოდ ვამეცადინებდი და ახლა მას ჩემი შვილის დაბადების დღე დაავიწყდა“,

თუნდაც: „როცა ვჭირდებოდი, ყოველ დღე მკითხულობდა. ახლა გათხოვდა მილიონერზე და აღარც ვახსოვარ“.

უამრავი ადამიანისგან მსმენია და მესმის ასეთი გულისტკივილები. ეს ადამიანები ხანდახან ამას ისე განიცდიან, რომ დეპრესიაშიც გადასდით ეს განცდა.

ანუ, რა გამოდის? იმისათვის, რომ გული არ მეტკინოს, არავის არაფერი კარგი აღარ გავუკეთო?

არა! ვისაც რა გინდა ის გაუკეთე, მაგრამ ნუ მიაბამ ამას უჩინარ ხარკად სიკეთის მიმღების დავალდებულებას და შესაბამის მოლოდინს.

კარგმა საქმეებმა შეიძლება გული გაგიხეთქოს, თუ შენ მათ სიკეთის დაბრუნების ათვლის წერტილად ბოროტად გამოიყენებ.

თუ არ შეგიძლია უბრალოდ ისე გააკეთო სიკეთე, რომ პირველ რიგში შენ ისიამოვნო შენივე საქციელით და ეს შეგრძნება იყოს შენი ერთადერთი ჯილდო, მაშინ არ გააკეთო! თორემ აუცილებლად გულისტკივილად დაგიბრუნდება, ისევ შენი ეგოცენტრული მოლოდინის გამო.

ან სანამ ვინმეს დააბრალებ უყურადღებობის სივირეს, კარგად დაფიქრდი: შენ ნუთუ ასეთი ყურადღებიანი იყავი მის მიმართ?

ესეც არის ხოლმე, ხანდახან გვავიწყდება ეგოშელახულებს, რომ რეალურად არც ჩვენ გამოვირჩეოდით იმ საქციელის კეთებით, რომელსაც ახლა ასეთი ტკივილით ველით ჩვენი მიმართულებით.

არ შეგიძლია სიკეთის უბრალოდ, შენთვის, მოთხოვნილების დონეზე კეთება?

მაშინ არ გააკეთო!

რადგან სიკეთემ შეიძლება გაგანადგუროს, თუ შენ მას მოლოდინით მოწამლავ“, - წერს ლევან შელეგია. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„თუ დღეს მე ღმერთის მსახურებაში ვდგავარ, ამ გზის დასაწყისში შენი ხელების წვლილიც არის“ - იერონიმე ქათამაძე დედას დაბადების დღეს ულოცავს

„იწყება პროცესები, რომლებიც მომდევნო თვეების განმავლობაში ეტაპობრივად ვითარდება“ - თამარ ხოსროშვილი აგვისტოს ტენდენციებზე

„რა დრო მოგცა ღმერთმა და რისთვის? ამ პასუხზე ყოველი გათენებისას დაგვაფიქრებს სამყარო“ - რას წერს გია მურღულია