Digest Logo

🎥 „უბედური შემთხვევების რისკი დიდია...ყურადღება უნდა მივაქციოთ სიზმრებს...“ - 27 აპრილის ახალმთვარეობა, მარიამ შუკაკიძის ასტროპროგნოზი

1745504964
მარიამ  შუკაკიძე

27 აპრილის ახალმთვარეობა, პლუტონის და ნეპტუნის ასპექტები, ფინანსური მანიფესტაცია - აღნიშნულ თემებზე მარიამ შუკაკიძე „იუთუბის“ საკუთარ არხზე ვიდეოში საუბრობს, სადაც საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას და რჩევებს უზიარებს:

„აპრილი ბევრად მარტივია ვიდრე მარტი, რადგან პლანეტარული დაბნელებები გვქონდა. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ პლუტონის ნეგატიური ასპექტი, რომელიც ზრდის შფოთვებს, ნეგატივს და რა თქმა უნდა, სიკვდილიანობის ხარისხიც გაზრდილია. საკმაოდ აგრესიული პერიოდია. თუ ამ ყველაფერს გრძნობთ, იცოდეთ რომ აღნიშნული ასპექტის ბრალია. მაქსიმალურად ეცადეთ გააკეთოთ მედიტაციები და არ შეხვიდეთ კონფლიქტებში. ახლა უბედური შემთხვევების რისკი დიდია, მით უმეტეს თუ მძღოლი ხართ გაითვალისწინეთ, რომ ექსტრემი არ ვარგა.

კუროებისთვის, ქალწულებისთვის და თხის რქებისთვის კარგი პერიოდია, მიწის ნიშნების პერიოდი დადგა. ნეპტუნის შეერთებები ისევ გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენში იქნება მეტი ფანტაზია და წარმოსახვა. დეპრესიულობა და შემოქმედებითი საწყისები არის გააქტიურებული. ასევე ყურადღება უნდა მივაქციოთ სიზმრებს, რადგან შესაძლოა წინასწარმეტყველური იყოს. უიმედობა გექნებათ და მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ.

12 აპრილის შემდეგ შეიძლება შენაძენები, ოპერაციები და კარგი პერიოდია ახალი წამოწყებებისთვის. არ აჰყვეთ პროვოკაციებს. ეს ეხება მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებსაც. ენერგიის დაქვეითების პერიოდი აქვს ტყუპებს და მორიელს. ერთი თვით გაქვთ ენერგიის დაქვეითების პერიოდი. იმუნიტეტი უფრო დასუსტებული იქნება და აუცილებელია დაისვენოთ.

მარსი ლომში გვაქვს და მზე კუროში. სერიოზული კონფლიქტები არის ახლა. ვინც ხართ ლომი, მაქსიმალურად შეეცადეთ შინაგანი აგრესიები აკონტროლოთ. ასევე რეკომენდაცია, რომ ფიზიკური აქტივობებით დაიტვირთოთ. მიხედეთ ჯანმრთელობას და სხეული მოიყვანეთ ტონუსში. პირად რუკაში თუ გაქვთ ტრანზიტული მარსი ლომში თქვენთვისაც გასათვალისწინებელია ეს რეკომენდაციები.

27 აპრილს უნდა გავაკეთოთ მანიფესტაცია სურვილების ჩაფიქრება არ უნდა დაგავიწყდეთ და კონცენტრირდეთ თქვენ გეგმებსა და მიზნებზე. ახალმთვარეობა გვაქვს კუროში, რაც გულისხმობს იმას, რომ ამ მოვლენას კავშირი აქვს ფინანსებთან და ფულთან. შესაბამისად კარგი იქნება ფულის მოსაზიდი რიტუალებიც გააკეთოთ. ფინანსური მანიფესტაცია გააკეთეთ. ნეგატივის გარეშე გააკეთეთ მანიფესტაცია და არ გამოიყენოთ სიტყვა - არ მინდა. ასევე მოიხსენით ფინანსური ბლოკები აურაზე“, - აღნიშნა მარიამ შუკაკიძემ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლიკუნა ქორქიამ მეორედ იქორწინა - ვინ არის მისი რჩეული?

⭕„გონებამიუწვდომელ სიმრავლეს ქმნის და არსებობას უნარჩუნებს მხოლოდ სიყვარული...“ - გია მურღულია საინტერესო სტატუსს აქვეყნებს

🎥 მუშაობა ღამის კლუბში, მუსიკალური ალბომი და უარი მდიდრულ ცხოვრებაზე - ვინ იყო პაპი ფრანცისკე